ნავენახევის წმინდა გიორგის ეკლესია

ნავენახევის წმინდა გიორგის ეკლესია— არქიტექტურული ძეგლი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავენახევში.

ნავენახევის წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზული ტიპის ტაძარია, აშენებულია ადგილობრივი ფლეთილი ქვით. ეკლესია აგებულია მცირედ დაქანებულ ფერდობზე, რის გამოც აღმოსავლეთიდან ეკლესიას, დასავლეთის ფასადისგან განსხვავებით, ოდნავ მაღალი ცოკოლის დონე აქვს. ეკლესიას კარებები აქვს დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. აღმოსავლეთის კედელში ჩასმულია სამი სარკმელი, ხოლო ჩრდილოეთის, სამხრეთისა და დასავლეთის კედლებში ერთ-ერთი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8407