ნადკანიჟა
ნადკანიჟა (უნგრ. Nagykanizsa; ხორვატ. Kan(j)iža; გერმ. Großkirchen; სლოვენ. Velika Kaniža; თურქ. Kanije) — საშუალო სიდიდის ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ უნგრეთში, ზალის მედიეში.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ნადკანიჟა Nagykanizsa | |||||
| |||||
ქვეყანა | უნგრეთი | ||||
მედიე (უნგრეთი)|უნგრეთის მედიები|მედიე | ზალა | ||||
კოორდინატები | 46°27′00″ ჩ. გ. 16°59′00″ ა. გ. / 46.45000° ჩ. გ. 16.98333° ა. გ. | ||||
მერი | Sándor Dénes | ||||
პირველი ხსენება | 1245 | ||||
ფართობი | 148,40 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | უნგრული ენა | ||||
მოსახლეობა | 49 850 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 334,35 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 93 | ||||
საფოსტო ინდექსი | 8800 | ||||
ოფიციალური საიტი | nagykanizsa.hu | ||||
მდებარეობს ბალატონის ტბის სიახლოვეს, ხუთი გზის კვეთაზე. საუკუნეთა მანძილზე, ქალაქი ერთგვარი დამაკავშირებელი კვანძი იყო. სლოვენიიდან ავსტრიის ქალაქ გრაცში მიმავალი ტვირთები ნადკანიჟაზე გაივლიდა, შესაბამისად, ქალაქი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ვაჭრობაში ადრიატიკის ზღვასა და ალპების რეგიონს, ვენასა და ბუდაპეშტს შორის.
1960-იან წლებში აღმოაჩინეს ქალაქის უძველესი, რომაული პერიოდის ნანგრევები. შუა საუკუნეებში, ნადკანიჟა უნგრეთის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თავდაცვითი სიმაგრე ყოფილა. შეიძლება ითქვას, რომ ის იცავდა მთელს დასავლეთ ევროპას ოსმალთა შემოტევისგან.
გალერეა
რედაქტირება-
შონაკაზოს ტბა
-
დიკის მოედანი
-
აღმოსავლეთის 17° მერიდიანის აღმნიშვნელი მონუმენტი
-
ბაროკოს სტილის კაპელა