ნადირ სალიფოვი (აზერ. Nadir Nəriman oğlu Səlifov, აგრეთვე ცნობილი როგორც „ლოტუ გული“ და „გული ბაკინსკი“; დ. 28 აგვისტო, 1972, დმანისი, საქართველოს სსრ — გ. 20 აგვისტო, 2020, ანტალია, თურქეთი) — საქართველოში დაბადებული აზერბაიჯანელი კრიმინალური ავტორიტეტი, კანონიერი ქურდი, აზერბაიჯანული, რუსული და უკრაინული ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი.[1][2] კრიმინალურ სამყაროში ერთ-ერთ უმდიდრეს კრიმინალად ითვლებოდა.[3]

ნადირ სალიფოვი
ნადირ ნარიმან ოღლუ სალიფოვი
დაბ. თარიღი 28 აგვისტო, 1972
დაბ. ადგილი მამიშლო, დმანისი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 20 აგვისტო, 2020 (47 წლის)
გარდაცვალების ადგილი ანტალია, თურქეთი
გარდაცვალების მიზეზი მკვლელობა (ცეცხლსასროლი ჭრილობა)
ეროვნება აზერბაიჯანული
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
მეტსახელი გული ბაკინსკი
დანაშაულებრივი სტატუსი კანონიერი ქურდი

ნადირ სალიფოვი დაიბადა 1972 წლის 28 აგვისტოს საქართველოს ქალაქ დმანისში, მრავალშვილიან აზერბაიჯანულ ოჯახში. მოგვიანებით ოჯახი აზერბაიჯანში გადავიდა საცხოვრებლად.

ნადირ სალიფოვი მოკლეს 2020 წლის 20 აგვისტოს თურქეთის ქალაქ ანტალიაში. მკვლელობა სასტუმროს ნომერში მოხდა. სავარაუდო მკვლელმა, სალიფოვის მცველმა ხაგან ზეინალოვმა, მეტსახელად ხან ბაკინსკიმ, კანონიერ ქურდს ცეცხლასროლი იარაღიდან თავში ესროლა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. ლოტუ გული უახლოეს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ხან ბაკინსკი დააკავეს ანტალია-დენიზლის გზატკეცილზე.

სქოლიო რედაქტირება

  1. Сергей Машкин. (2020-08-20) Пули для Гули. ციტირების თარიღი: 2020-08-22.
  2. Из-за убийства азербайджанского вора в законе в Турции Украину ждет криминальная война (2020-08-21). ციტირების თარიღი: 2020-08-22.
  3. Thieves in law get counted; billionaires among them revealed. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-02. ციტირების თარიღი: 2018-09-13