ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნადია მარია კალვინიო სანტამარია (ესპ. Nadia María Calviño Santamaría; დ 1968 წლის 3 ოქტომბერი, ლა-კორუნია) - ესპანელი ქალი პოლიტიკოსი და ეკონომისტი. 2020 წლის 13 იანვრიდან ის იკავებს ესპანეთის ეკონომიკისა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის პოსტს. 2014 წლიდან მას ეკავა ბიუჯეტის განხრით გენერალური დირექტორის პოსტი ევროკომისიაში. 2018-2020 წლებში იგი იკავებდა ეკონომიკისა და მეწარმეობის მინისტრის თანამდებობას სანჩესის კაბინეტში.

ნადია კალვინო

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნადია კალვინო დაიბადა ადვოკატ ხოსე მარია კალვინოს ოჯახში. მამამისი 1982–1986 წლებში იყო სახელმწიფო კომპანია Radio Televisión Española– ს აღმასრულებელი დირექტორი. 1991 წელს მან დაამთავრა მადრიდის კომლუტენსეს უნივერსიტეტის (ესპ. Universidad Complutense de Madrid) ეკონომიკური ფაკულტეტი, 2001 წელს დისტანციური განათლების ეროვნული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იგი მუშაობდა კონკურენციის მხრივ ეროვნული კომისიის გენერალურ დირექტორად.

ესპანეთის ეკონომიკის სამინისტროში ათწლეულზე მეტი ხნის მუშაობის შემდეგ, 2006 წელს იგი ევროკომისიაში გადავიდა, სადაც მუშაობდა კონკურენციის მხრივ გენერალური დირექტორის მოადგილედ, აგრეთვე გენერალური დირექტორის მოადგილედ ფინანსური მომსახურების საკითხებში. კალვინო ასევე ასწავლიდა კომპლუტენსეს უნივერსიტეტში.

ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, გალიციურ და ესპანურ ენებს. ოთხი შვილის დედა. მას უყვარს 1950-იანი წლების კინემატოგრაფია და სამზარეულო.

2020 წლის 13 იანვარს ნადია კალვინო დაინიშნა ესპანეთის ეკონომიკისა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის თანამდებობაზე [1] . 2020 წლის მარტში, კორონავირუსის პანდემიის დროს, კალვინომ გამოაცხადა ქვეყანაში კორონავირუსის ეკონომიკური შედეგების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა პაკეტი 200 მილიარდი ევროს ოდენობით: მათ შორის სესხები და გარანტიები თვითდასაქმებულთათვის, აგრეთვე მცირე, საშუალო საწარმოებისა და მსხვილი კომპანიებისთვის [2] .

  1. La toma de posesión del nuevo Gobierno de Pedro Sánchez, en imágenes. elpais.com.
  2. Spain to guarantee up to 80% of SME bank lending to ease coronavirus impact. reuters.com.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნადია_კალვინო“-დან