ნაბათ ხანუმ აშურბეილი

ნაბათ ხანუმ გოჯა-ბეგ ყიზი აშურბეკოვა (აზერ. Nabat xanım Qoca qızı Aşurbəyova დ. 1795 , ბაქო — გ. 2 დეკემბერი, 1912, ბაქო) — ნავთობმწარმოებელი და მეცენატი. ააშენა თეზეპირის მეჩეთი[1].

ნაბათ ხანუმ აშურბეილი
მშობლიური სახელი Aşurbəyova Nabat Qoca qızı
დაბადების თარიღი 1795
ბაქო
გარდაცვალების თარიღი 1912, 2 დეკემბერი
ეროვნება აზერბაიჯანელი
საქმიანობა მეცენატი, ფილანტროპი
მეუღლე(ები) ჰაჯი მუსა რზა რზაევი
მშობლები მამა: ჰოჯა ბეგ აშურბეკოვი

ბაქოში ერთ-ერთი ქუჩა ატარებს ნაბათ ხანუმ აშურბეილის სახელს[2].

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნაბათ აშურბეილი დაიბადა 1975 წელს გოჯა-ბეგ აშურბეკოვის ოჯახში[3]. ბაბუმისი ჰაჯი იმამ ვერფი-ბეგ აშურ ხან ოღლუ იყო.

აშურბეკოვამ ბაქო-შოლარსკის წყალსადენის მშენებლობისთვის გარკვეული თანხა გამოყო[4]. ბაქოს ერთ-ერთი ქალაქის აბანო, რომელიც მდებარეობს დღევანდელი თოფჩუბაშევის ქუჩაზე, აშენდა ნაბათ ხანუმუს მიერ. აბანო კვირაში ერთხელ მუშაობდა უფასოდ ღარიბი ოჯახებისთვის და ობოლიებისთვის[5].

ოჯახი

  • მეუღლე — ჰაჯი მუსა რზა რზაევი
  • ვაჟი — ჰაჯი აბას გულუ რზაევი
  • ქალიშვილები — აშრაფ ხანუმ რზაევა და გიულბისტა ხანუმ რზაევა.

თეზეპირის მშენებლობა

რედაქტირება

ნაბათ ხანუმმა დააფინანსა თანამედროვე ბაქოს ერთ-ერთი უმსხვილესი მეჩეთი, თეზეპირი[6][7]. აზერბაიჯანელი არქიტექტორი ზივერ ბეგ აჰმეკებეკოვმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში იმოგზაურა და მეჩეთების არქიტექტურას გაეცნო. ბაქოში დაბრუნების შემდეგ, ზივერ ბეგმა მოამზადა მეჩეთის პროექტი.

მეჩეთის მშენებლობა დაიწყო 1905 წლის 23 ივლისს[8]. ნაბათ ხანუმის მეჩეთის საძირკვლის ჩაყრისთვის დაპატიჟდა ჰაჯი ზეინალაბდინ თაღიევი. მანვე ბოლო ქვა ჩადო მშენებლობის დასრულებისას. მშენებლობა 1914 წლამდე გაგრძელდა. ნაბათ ხანუმმა თავად ვერ ნახა მზა მეჩეთი. მისი გარდაცვალების შემდეგ (1912 წ.), მისი ვაჟიშვილი ჰაჯი აბას-გულუ რზაევი დაკავდა მეჩეთის მშენებლობით.

ნაბათ ხანუმი თეზეპირის მეჩეთის შესასვლელთანაა დაკრძალული. აქვე მის გვერდზე დაკრძალულია მისი ვაჟი ჰაჯი აბას გულუ რზაევი[5].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება