მჯდომარე ქალის პორტრეტი (ერივანი)
„მჯდომარე ქალის პორტრეტი“[1] (აზერ. Əyləşmiş qadın portreti) ანუ „ახალგაზრდა ქალის პორტრეტი“ - აზერბაიჯანელი მხატვრის მირზა კადიმ ერივანის მიერ XIX ს-ის 70 წლებში შექმნილი სურათი. ინახება ბაქოში, ხელოვნებათა ეროვნულ მუზეუმში. პორტრეტი ილუსტრირებდა მხატვრის შესახებ სტატიას „ხელოვნების პოპულარულ ენციკლოპედიაში“.
მჯდომარე ქალის პორტრეტი | |
---|---|
ავტორი | მირზა ქადიმ ერევანი |
წელი | 1870 |
ტიპი | პორტრეტი |
მუზეუმი | აზერბაიჯანის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი |
აღწერა
რედაქტირებაპორტრეტზე გამოსახულია ახალგაზრდა ქალი სახე ოდნავ მწუხარე გამომეტყველებით. სახის ნაკვთები სწორია, ხშირი შავი წარბები ხაზს უსვამენ მეტყველ დიდრონ თაფლისფერ თვალებს. მსუბუქად დავარცხნილი მუქი წაბლისფერი თმა ტალღებად ჩამოშლილია მხრებზე. ქალი გამოსახულია თეთრი მარმარილოს კედელთან ხალიჩაზე მჯდომარე.[2]
ძნელია ხალიჩის ტიპის განსაზღვრა მისთვის დამახასიათებელი მოხატულობის არამკვეთრი გამოსახულების გამო. ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე, აბსოლუტურად ვერტიკალურად, ერივანის სხვა ნამუშევრების მსგავსად, მოცემულია იატაკზე გაშლილი ხალიჩის გამოსახულება. მისი შესრულების ტექნიკა ზედმიწევნითია და, ძირითადად, მინიატურულ ტექნიკას წააგავს.
მუთაქის მოცულობისა და კალთის ნაკეცების გამოსახვის მეთოდებში რეალიზმის ელემენტები შეიმჩნევა. ქალის სახე გულმოდგინედ არის გადმოცემული. იგი მოდელირებულია მოვარდისფრო - ყავისფერი და ლურჯი ტონების ოდნავ შესამჩნევი წერტილოვანი ხაზით. ნახევარტონები დატანილია ღია ვარდისფერ ფერში და ოდნავ გამოხატავს მოცულობას. ტუჩების, ცხვირის, წარბების ნაზი მოხაზულობები და მეტყველი თვალების ნახატი განსაკუთრებულ მიმზიდველობასა და სიხალისეს ანიჭებს სახეს, რომელიც მოკლებული არ არის პორტრეტულ მსგავსებას. ელემენტების გადმოცემის მსგავსი მიდგომა ერივანის დაკვირვებულობასა და რეალისტური მიმართულებით მუშაობის სურვილზე მეტყველებს. ტემპერასა და აკვარელში შესრულებული აღწერილი პორტრეტი კარგად შემოინახა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Azərbaycan qrafikası. XX əsrə qədər. Официальный сайт Национального музея искусств Азербайджана. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-04. ციტირების თარიღი: 2015-07-31.
- ↑ Миклашевская 1954, p. 96.