მხითარ ამბარცუმიანი

მხითარ ადამის ძე ამბარცუმიანი (სომხ. Մխիթար Հաթամի Համբարձումյան; დ. 29 დეკემბერი, 1921, სოფ. ჩაკატენი, სომხეთის სსრ — გ. 8 ნოემბერი, 1986, მოსკოვი, რსფსრ, სსრკ) — სომეხი საბჭოთა სამეურნეო მოღვაწე, ძერჟინსკის ხილისა და ბოსტნეულის ბაზის დირექტორი, სახელმწიფო ქონების გაფლანგვისა და ქრთამის აღების გახმაურებული საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი.

მხითარ ამბარცუმიანი

იური ანდროპოვის მიერ მოსკოვის ვაჭრობაში წამოწყებული „წმენდების“ დროს ამბარცუმიანი დააკავეს სახელმწიფო ქონების გაფლანგვისა და თანამდებობის პირებისთვის ქრთამის მიცემის ბრალდებით. სასამართლომ, რომელიც გაიმართა 1985 წელს, ამბარცუმიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, აგრეთვე მას ჩამოერთვა ყველა ტიტული და ჯილდო. სასამართლომ არ გაითვალისწინა არც გულწრფელი აღიარება, მონანიება და ყველა ღირებულების ნებაყოფლობითი დათმობა და არც დიდ სამამულო ომში მონაწილეობა. სასჯელი აღსრულდა 1986 წლის 8 ნოემბერს. [1]

ორდენები, მედლები, ნიშნები

რედაქტირება
  1. Сокирко В. В. Сумма голосов присяжных в поиске граней экономической свободы: Учебное пособие. — М.: РосКонсульт, 2000. — 640 с.