მხერხავი (მანგა)
მხერხავი — იაპონური მანგა რომელიც შემუშავებულია და დახატულია ტაცუკი ფუჯიმოტოს მიერ. მაგნის პირველ ნაწილს „Shueisha's shōnen manga“-ს კომპანია წერდა 2018 წლის დეკემბრიდან 2020 წლის დეკემბრამდე. ნაწარმოების მეორე ნაწილის დაწერა დაიწყეს ონლაინ კომპანია „Shueisha's Shōnen Jump+“-ში, 2022 წლის ივლისში. 2022 წლის ოქტრომბრისთვის მანგის თორმეტი თავი იქნა დაწერილი. „მხერხავი“-ის ისტორია მიყვება დენჯის, ობოლ და ღატაკ ბავშვს, რომელიც კონტრაქტს დადებს ძაღლის მაგვარ ეშმაკთან, რაც მას თავისი სხეულს ხერხად გადაქცევის საშუალებას აძლევს. დენჯი უერთდება მონსტრებთან საბრძოლო ორგანიზაციას, რომელიც ებრძვის დემონებს თუ ისინი რაიმე საფრთხით დაემუქრებიან ადამიანებს.
2022 წლის ოქტომბრის მონაცემების მიხედვით მანგას აქვს 16 მილიონზე მეტი ასლი გაყიდული. მხერხავი კრიტიკოსებმა კარგ მანგად ჩათვალეს თავისი პერსონაჟებით, ამბის გადმოცემით და ხაზი გაუსვეს ძალადობრივ სცენებს რომლებიც ძალიან კარგად ასახავდა ამბის სიუჟეტს.
მოკლე შინაარსი
რედაქტირებაფონი
რედაქტირებასიუჟეტი ვითარდება სამყაროში სადაც ეშმაკები და მონსტრები ჩნდებიან ადამიანების შიშიდან. ეშმაკები როგორც წესი საშიშები და ბოროტები არიან. მათი სიძლიერე დამოკიდებულია თუ რამდენად ეშინია ადამიანებს მათი. არსებობენ ადამიანები რომლებსაც შეუძლიათ კონტრაქტი დადონ ეშმაკებთან და გამოიყენონ მათი ძალა ადამიანების საკეთილდღეოთ. მათ უწოდებენ ეშმაკებზე მონადირეებს. ეშმაკები წარმოიშვნენ ჯოჯოხეთში და ცხოვრობენ ხან დედამიწაზე ხან კი ჯოჯოხეთში: როცა ისინი ჯოჯოხეთში მოკვდებიან მიდიან დედამიწაზე და როცა დედამიწაზე მოკვდებიან ჯოჯოხეთში და ცხოვრობენ ასეთ ციკლში სამუდამოდ. ჯოჯოხეთში ცხოვრობენ ისეთი ეშმაკები რომლებიც არასდროს არ მომკვდარან და მათ „პირველ შიშებს“ უწოდებენ.
ეშმაკს გარკვეულ პირობებში შუეუძლია ჩასახლდეს მკვდარი ადამიანის სხეულში და მიიღოს მისი მახსოვრობა და ხასიათი. ასეთ მონსტრებს ბოროტ სულებს ეძახიან. ამბობენ, რომ ეშმაკებს რომლებსაც ჰუმანოიდების ფორმა აქვს, არიან კეთილგანწყობილნი ადამიანების მიმართ.
სიუჟეტი ვითარდება 1997 წელს, ალტერნატიულ სამყაროში სადაც საბჭოთა კავშირი ისევე არსებობს და ჰოლოკოსტი არ მომხდარა. ამ სამყაროში არ არსებობს ატომური ბომბები, რადგან ის გაანადგურა პოჩიტამ, მხერხავმა, ასევე არ ყოფილა ომი, მსოფლიო ომის შემდეგ რადგან ომის ეშმაკი ძალიან დასუსტდა.
ამბავი
რედაქტირებანაწილი 1 – საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის ომი
რედაქტირებადენჯი ობოლი, ღარიბი ბიჭია რომელსაც გარდაცვლილი მამისგან დატოვებული ვალების გადახდა უწევს, ამიტომ მუშაობს იაკუზასთვის, დემონებზე მონადირედ, თავის ეშმაკ ძაღლთან, პოჩიტასთან ერთად. დენჯის ღალატობს იაკუზა და კლავს მას რადგან მან დადო კონტრაქტი ზომბ ეშმაკთან. პოჩიტა დებს კონტრაქტს დენჯისთან და ხდებიან შერწყმული ადამიანი-ეშმაკი, იმ პირობით რომ დენჯი პოჩიტას თავის ოცნებებს გაუმხელს. დენჯი შურისძიების მიზნით კლავს იაკუზას. მასთან მოემართებიან დემონებზე მონადირეთა ასოციაცია რომელსაც ლიდერობს მაკიმა. მას შესთავაზებენ, რომ გახდეს მათი ორგანიზაციის წევრი. დენჯი მათ დათანხმდება. მისი პარტნიორები ორგანიზაციაში არიან ფაუერი, სისხლის არსება და აკი ჰაიაკავა, თვით-განადგურების ეშმაკებზე მონადირე. მაკიმა ჰპირდება დენჯის ნებისმიერი სურვილის შესრულებას თუ ის მოკლავს თოფის დემონს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მეტი ადამიანის მკვლელ დემონს.
დენჯის ჯგუფი ხვდება ეშმაკ ჰიბრიდს, კატანა კაცს, შურისმაძიებელ იაკუზას რომელიც იარაღის დემონის მოკავშირეა და დივიზიის დიდ ნაწილს კლავს. დენჯის და პაუერს ავარჯიშებს მაღალი თანამდებობის ეშმაკებზე-მონადირე, კიშიბე, რომელსაც მაკიმა ენდობა. აკი გარიგებას დებს მომვალის ეშმაკთან რომელიც მას უწინასწარმეტყველებს საშინელ სიკვდილს. დივიზია იწყებს კონტრ შეტევას კატანა კაცის საწინააღმდეგოდ და შეიპყრობს მას.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, დენჯი იწყებს სასიყვარულო რომანს ქალთან, სახელად რეზესთან, რომელიც სინამდვილეში არის ეშმაკი ბომბი, საბჭოთა კავშირის ჰიბრიდული ჯაშუში, გაგზავნილი მის დასაჭერად. რეზე თავისი სიყვარულის მიუხედავად თავს ესხმის ქალაქს და დივიზიას ძლივს გადაარჩენს დენჯის. გამოჯანმრთელების შემდეგ დენჯი შეებრძოლება რეზეს და დაეთანხმება მის თხოვნას იაპონიიდან გაქცევაზე. სანამ ისინი გაერთიანდებიან მაკიმა ფარულად იჭერს რეზეს. დენჯის ბრძოლა ბომბის ეშმაკთან გახდის მას ცნობილს მთელი სამყაროს წინაშე.
უცხოური მკვლელების ჯგუფი მიზანში ამოიღებს დენჯის: ჩინელი მონადირე კვანქსი; მაკიმას იდუმალი მტერი, სახელად „სანტა კლაუსი“; სამი ამერიკელი ძმა; და რუსი ქალი, რომელიც ასწავლის მოსწავლეს, ტოლკას. დენჯი აღჭურვილია ყველანაირი ინფორმაციით რათა თავი გადაირჩინოს მათი თავდასხმებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ძმები მოიგერიეს და კვანქსი თავდაპირველად გაჩერდა, სანტა კლაუსი იყენებს მისი თოჯინების ეშმაკის ძალას თავდასხმისთვის. კვანქსის დაკვირვების შემდეგ, ტოლკას ოსტატი თავს ავლენს, როგორც ნამდვილ „სანტა კლაუსად“ და ყველა გადაჰყავს ჯოჯოხეთში, სადაც მათ თავს დაესხმება სიბნელის ეშმაკი. სანტა კლაუსი დებს კონტრაქტს სიბნელის ეშმაკთან, რომელიც აძლიერებს მას. მაკიმა ყველას აბრუნებს ჯოჯოხეთიდან და კვანქსი დაეხმარება დენჯის სანტა კლაუსის დასამარცხებლად.
მას შემდეგ, რაც დენჯი გამოჯანმრთელდება, მაკიმა ამბობს, რომ იარაღის ეშმაკი რეალურად არის გეოპოლიტიკური საჩუქარი, რომლის ნაწილებსაც აკონტროლებს დიდი თანამდებობის ადამიანები. როდესაც აკი სთხოვს მაკიმას დენჯის უსაფრთხოებას აშშ-ს პრეზიდენტი უბრძანებს იარაღის ეშმაკს რომ მოკლას მაკიმა. მაკიმა აღმოჩნდება კონტროლის ეშმაკი ამიტომ ადვილად ამარცხებს იარაღის ეშმაკს. აკი თავდასხმის დროს კვდება. იარაღის ეშმაკი კი აკის სხეულში ჩასახლდება და მას საარსებო წყაროდ გამოიყენებს. დენჯის თავს დაესხმება იარაღის ეშმაკი და მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარებით კლავს მას; აკის სიკვდილი ტანჯავს მას. მაკიმა დენჯის გამხნევების დროს მოკლავს ფაუერს და აღიარებს დენჯის დანაკარგს და განზრახული ქონდა დენჯის ოცნებები დაემსხვრია და პოჩიტას და დენჯის კონტრაქტი გაეუქმებინა.
კიშიბე თავს ესხმის მაკიმას და ის ეძახის „მხერხავს“, რომ იგი გადაარჩინოს. დენჯის სხეულის კონტროლირებისას პოჩიტა იღებს თავის ნამდვილ ფორმას და გარბის. მაკიმა იტყვის თავის ნამდვილ მიზნებს: მას სურს რომ გამოიყენოს პოჩიტას ძალა რათა შექმნას სრულიად ახალი სამყარო სადაც არავინ დაიტანჯება. ამ მიზნით მას უკვდავება უბოძა მთავრობამ. მხერხავთან ბრძოლისას მაკიმა იყენებს ტვინგამორეცხილ ეშმაკებს მათ შორის არიან: კატანა კაცი, რეზე და კვანქსი და გაიმარჯვებს, რადგან დენჯის გმირულმა საქციელმა პოჩიტას ძალები დაასუსტა. თუმცა, სასიკვდილოდ დაჭრილი ფაუერი, როგორც სისხლის დემონი თავისი ბოლო ძალებით გააცოცხლლებს დენჯის მისი სისხლისგან და სთხოვს მას რომ მოძებნოს ის როცა ჯოჯოხეთში ხელახლად დაიბადება.
საზოგადოების მხარდაჭერით გაძლიერებული დენჯი უპირისპირდება მაკიმას და ამარცხებს მას; მისი უკვდავების მოსაშორებლად იგი მაკიმას ნარჩენებს შეჭამს. მოგვიანებით კიშიბე გამოავლენს კონტროლის ეშმაკს, რომელიც ხელახლა გაჩნდა პატარა გოგონას სახით, ახლა სახელად ნაიუტა. ის დენჯის თხოვს ნაიუტას მოვლას. მალევე დენჯი ჩაირიცხება უმაღლეს სკოლაში და საზოგადოების თვალწინ აგრძელებს მონსტრების დამარცხებას.
ნაწილი მეორე
რედაქტირებამეორე ნაწილი გვაცნობს ასა მიტაკას, ინტროვერტ უმაღლესი სკოლის მოსწავლეს, რომელიც დადის მეოთხე აღმოსავლეთის უმაღლეს სკოლაში. ერთ დღეს კლასს გააცნობენ ბაკის, ქათმის ეშმაკს რომელსაც კლასი სამი თვე მასპინძლობდა და არ ჰქონდათ სხვა არჩევანი გარდა მისი შეწყალებისა ან მოკვლისა. სამი თვის შემდეგ კლასი ბაკის შეიწყალებს, რაგან გაარკვევენ რომ ბაკიზე დამოკიდებულები გახდნენ. ბაკი გაამხნევებს ასას რათა, გამოვიდეს თავისი სახლიდან, მაგრამ მოკლვდება, როდესაც ასა მას ატარებს. მოგვიანებით, მას დაუპირისპირდება სტუდენტი, რომელმაც გარიგება დადო სამართლიანობის ეშმაკთან, რომელიც კლავს ასას. ასა ცოცხლდება მას შემდეგ რაც მასში ჩასახლდება ომის ეშმაკი რომელსაც სურს იპოვოს დენჯი, მოკლას იგი და დაიბრუნოს თავისი ატომური ბომბების ძალა. მხერხავის საპოვნელად, ისინი შეუერთდებიან სკოლის ეშმაკზე მონადირეთა კლუბს, სადაც თანამშრომლობენ ჰიროფუმი იოშიდასთან, კერძო სექტორის ეშმაკებზე მონადირესთან უცნობი ორგანიზაციიდან და იუკოსთან, მეგობრულ სტუდენტთან, რომელიც დაუმეგობრდა მას.
ამავდროულად დენჯი შეეჩვია მისი უმაღლესი სკოლის ნორმალურ ცხოვრებას, იგი მიდიოდა სკოლაში როდესაც ასევე ასრულებდა თავის საქმეს. იგი თავის პოპულარობას იყენებდა იმისთვის რომ მიეზიდა რაც შეიძლება მეტი გოგო. იოშიდა, რომელიც ადრე ეხმარებოდა დენჯის, აკონტროლებს მას უცნობი მისიის გამო. იოშიდა მაინც გააცნობს ასას დენჯის და დაკარგავს მის მიმართ ყველანაირ გრძნობას როცა დენჯი დაიწყებს ლაპარაკს თავის საქმიანობაზე. ასა აღმოაჩენს რომ იუკომ კონტრაქტი დადო სამართლიანობის ეშმაკთან და აპირებს მისი სახელით იძიოს შური ყველაზე ვინ მას ჩაგრავდა.