მხატვართუხუცესი — მხატვართა უფროსი, მთავარი მხატვარი ძველ საქართველოში. სამთავროს ნეკროპოლში 1938 წელს აღმოჩენილ ბერძნულ წარწერა-ეპიტაფიაში (IV-V საუკუნეები) მოხსენიებულია მხატვართუხუცესი (არქიძოგრაფოსი) და ხუროთმოძრვარი ავრეულიუს აქოლისი. როგორც ჩანს, იმ დროს მცხეთაში არსებობდა მხატვართუხუცესისა და არქიტექტორის თანამდებობა, რაც ქართლში (იბერიაში) ადრიდანვე საქალაქო ცხოვრების მაღალ განვითარებაზე მოუთითებს. ამასთან დაკავშირებით დამახასიათებელია სტრაბონის ცნობა იბერიის ქალაქებში არქიტექტურული წესით აგებული სახლების არსებობის შესახებ ძვ. წ. I საუკუნეში. ეპიტაფიის პირველი გამომცემლის სიმონ ყაუხჩიშვილის გამოკვლევით, ტერმინი „არქიძოგრაფოს“ ბერძნული მწერლობაში XII საუკუნემდე არ გვხვდება. ის ქართული ტერმინის ბერძნული თარგმანი უნდა იყოს ადგილობრივ არსებული სალოს (თანამდებობის) გამოსახატავად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გუჩუა ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 272.
  • აფაქიძე ა., ანტიკური ხანის საქართველოს კულტურა, წგნ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970;
  • ყაუხჩიშვილი ს., მცხეთასამთავროს ახლად აღმოჩენილი ბერძნული წარწერა, «საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე», 1973, ტ. 4, № 6;
  • ყაუხჩიშვილი თ., ბერძნული წარწერები საქართველოში, თბ., 1951.