ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მხარსხივის კუნთი (ლათ. Musculus brachioradialis) — წინამხრის ერთ-ერთი კუნთი, რომელიც მონაწილეობს წინამხრის მოხრაში. წინამხრის პოზიციის მიხედვით, მას აგრეთვე შეუძლია მიიღოს მონაწილეობა პრონაციასა და სუპინაციაში. იგი დაკავშირებულია ორ წერტილთან: სხივის ძვლის სადგისისებურ მორჩთან (მხარსხივის მყესის საშუალებით) და მხრის ძვლის ზედაროკის ლატერალურ ქედთან.

მხარსხივის კუნთი
მხარსხივის კუნთი ლურჯად
წინამხრის განივი კვეთა
ლათინური m. brachioradialis
სისტემა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა
არტერია სხივის შებრუნებული არტერია
ნერვი სხივის ნერვი

სტრუქტურა

რედაქტირება

მხარსხივის კუნთი ზედაპირული, კონუსისებური კუნთია, რომელიც მდებარეობს წინამხრის ლატერალურ (გარეთა) მხარეზე.

ინერვაცია

რედაქტირება

მას აინერვირებს სხივის ნერვი. იგი წინამხრის კუნთების ისეთ რიგს მიეკუთვნება, რომელიც პირდაპირ ინერვირდება სხივის ნერვის მიერ, და არა მისი ღრმა ტოტით (ასეთებია აგრეთვე ტრიცეპსი (m. triceps, იდაყვის კუნთი (m. anconeus) და მაჯის გრძელი გამშლელი სხივისკენ (m extensor carpi radialis longus).)

 
პრონაცია და სუპინაცია

მხარსხივის კუნთი წინამხრის მოხრას უზრუნველყოფს. როდესაც წინამხარი პრონაციის მდგომარეობაშია, მხარსხივის კუნთი სუპინაციას უზრუნველყოფს და პირიქით.

მხარსხივის კუნთის მოქმედება გაძლიერებულია, როდესაც წინამხარს შუალედური პოზიცია უკავია პრონაციასა და სუპინაციას შორის სხივიდაყვის პროქსიმალური სახსარის მიმართ. მხარსხივის კუნთი უფრო აქტიურია იდაყვის მოხრაში, როდესაც წინამხარი პრონაციის მდგომარეობაშია.

ეს კუნთი მონაწილეობს იდაყვის სახსრის დინამიკურ სტაბილიზაციაში ჩქარი მოძრაობების დროს, როდესაც იდაყვი ზემოთ ხსენებულ შუალედურ მდგომარეობაში იმყოფება. მხარსხივის კუნთის სინერგისტებია მხრის კუნთი (m. brachialis) და ბიცეპსი (m. biceps); ანტაგონისტები — ტრიცეპსი (m. triceps) და იდაყვის კუნთი (m. anconeus).[1][2]

დამატებითი სურათები

რედაქტირება
  1. Bowden, Bradley S. Bowden, Joan M. An Illustrated Atlas of Skeletal Muscles. 2-ე გამოცემა. 2002
  2. Saladin, Kenneth S. Anatomy & Physiology. 4-ე გამოცემა. 2007