მჭკნარა მწვანე
მჭკნარა მწვანე — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.
მწვანე კახურის ერთ-ერთი ვარიაციაა.
სიმწიფის დროს ყურძენი ჭკნება და სწორედ აქედან წარმოიშვა მისი სახელწოდებაც.
ახასიათებს უფრო ვიწრო და მოგრძო მტევანი, მარცვლის წვრილი წიპწები და გაცილებით უფრო მომცრო ფოთლები.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 274