მწკლარტაქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

ბოტანიკური აღწერა რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო და პატარა ზომისაა, განივოვალური, სამნაკვთიანი, იშვიათად ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია საშუალო სიხშირის აბლაბუდისე-ბურჯაგრისებრად. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო და პატარა ზომისაა, ვიწრო კონუსური ფორმის, ხშირად ფრთიანი, საშუალო სიკუმსის ან თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი ვარდისფერი, თითქმის შავი. დაფარულია სქელი ცვილისებრი ნაფიფქით. კანი სქელი და უხეში აქვს. რბილობი წვნიანია, ოდნავ კნატუნა. წვენი შეფერილია ღია-ვარდისფრად.

მწკლარტა საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი 154-160 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 150-160 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 4.0-6.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-19%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8-9 გ/ლ-ს.

მწკლარტა გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინისა და საბრენდე სპირიტის დასამზადებლად.

ლიტერატურა რედაქტირება

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 271-272