მძიმე კაცთან (გადაცემა)


მძიმე კაცთან — ჟურნალისტ და მწერალ დავით კოვზირიძის ბლიც-ინტერვიუს ფორმატის საავტორო გადაცემა, რომლის სტუმრებიც სხვადასხვა პროფესიის, შეხედულებების და ღირებულებების ადამიანები არიან. გადაცემის მიზანია საზოგადოებას უფრო ახლოს და სხვადასხვა კუთხიდან წარუდგინოს მათთვის საინტერესო სტუმრები.[1]

მძიმე კაცთან

კადრი გადაცემის ქუდიდან
ავტორი დავით კოვზირიძე
წამყვანი დავით კოვზირიძე
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
წარმოება
ხანგრძლივობა 30 წუთი
კომპანია ტაბულა
ეთერი
ორიგინალური არხი news.ge (2012)
ტაბულა (2013-დღემდე)
პირველად ეთერში 2012

ფორმატი რედაქტირება

გადაცემა პირველად 2012 წელს ინტერნეტ-პორტალ news.ge-ზე გავიდა. გადაცემის ხანგრძლივობა 15-20 წუთი იყო, რაც 2013 წელს, ტელევიზია ტაბულას ეთერში გასვლის შემდეგ 30-35 წუთამდე გაიზარდა. ავტორის კითხვები ერთის მხრივ მარტივი და არასერიოზულია მაგ.: „რას ნიშნავს შეჩემა?“ — რომელიც 2012 წელს პოეტ კოტე ყუბანეიშვილს დაუსვა,[2] მეორე მხრივ კი, წამყვანის სიდინჯე და მონოტონურობა ხელს უწყობს სტუმრისთვის საინტერესოდ პასუხის გაცემის შესაძლებლობას. წამყვანი გადაცემის ბოლოს სტუმრებს თხოვს დაუტოვონ კითხვა შემდეგ სტუმარს, რომლის ვინაობაც მათთვის ცნობილი არ არის.

წამყვანი რედაქტირება

დავით კოვზირიძე 1998 წელიდან ჟურნალისტად მუშაობს. წერდა სპორტულ ჟურნალ „ათიანში“. არის ჟურნალ ტაბულას მესვეტე. 2011 წელს გამოიცა მისი პირველი რომანი „გელუჩა".[3]

სქოლიო რედაქტირება