მცხეთის სამაროვანი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში

მცხეთის სამაროვანიარქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის ქალაქ მცხეთაში, ფიქრისგორაზე. ამჟამად აქ მცხეთის რაიონული საავადმყოფოს კორპუსი დგას. თარიღდება IV-IX სს-ით. სამაროვანი 1975 წელს გათხარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მცხეთის მუდმივმოქმედმა არქეოლოგთა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ა. აფაქიძე). მოგრძო სწორკუთხა ქვაყუთები ჩადგმული იყო 0,5-0,8 მ სიღრმეზე. მათი გრძივი კედლები თითო ან წყვილი ფილაქვისგან შედგება, ხოლო განივი კედლები — თითო ფილაქვისგან. დაუდევრად დამუშავებული ფილაქვები ერთმანეთთან ცუდადაა მორგებული. ფარღიატების შესავსებად გამოყენებულია რიყის ან ნატეხი ქვა. სამარხები საოჯახოა. შიგ ესვენა ერთიდან ოთხამდე მიცვალებული, გულაღმა, გულხელდაკრეფილი, თავით დასავლეთისკენ. სამარხებში აღმოჩნდა ძოწის და გიშრისთავიანი რკინისა და ბრინჯაოს საკინძები, ოქროს წყვილი ნახევარსფეროსებრი კილიტი, რკინის ბეჭედი, მშვილდსაკინძი, დანისპირი, ძოწის მძივები, მინის სანელსაცხებლე და სხვა.

ლიტერატურა რედაქტირება