მცირე ჟამნ-გულანი A-687

მცირე ჟამნ-გულანი A-687საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის A ფონდში A-687-ის სახელით ცნობილი დაცული ხელნაწერი.

თედო ჟორდანია მიიჩნევდა, რომ ბიჭვინთის ტაძრისთვის ყოფილა გადაწერილი. ხელნაწერი შეიცავს 211 ფურცელს, მისი ზომებია 18, 5X12, 5 სმ. შესრულებულია ქაღალდზე. ნაწერია ნუსხურად. აქვს ტვიფრული, ტყავგადაკრული ხის ყდა, XVI საუკუნის. გადამწერი - ანანია კალანდაძე, მომგებელი - აფხაზთა კათალიკოსი ექვთიმე საყვარელიძე, თუმცა ხელნაწერის ანდერძების შინაარსი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ წიგნი უშუალოდ ბიჭვინთის ტაძარს და ზოგადად, აფხაზეთის რეგიონს დავუკავშიროთ.

ვიკიციტატა
„ბიჭვინთისა ღმრთის მშობელო, შეიწყალე აფხაზეთისა კათალიკოზი ეფთმი საყვარელიძე, ამინ.“
ვიკიციტატა
„დაიწერა წმიდა ესე წიგნი ძლის პირიბრძანებითა აფხაზეთისა კათალიკოზისა ბატრონისა ეფთმისისათა. სახსრად და საოხად სულლისა მისისათს, ელითა ჩემ ფრიად ცოდვილისა ერდიაკონობისაგან უღირსისა ანანია კალანდაძისათა.“

ხელნაწერი ეკუთვნოდა გელათის მონასტერს და მოგვიანო მინაწერები სწორედ ამ პერიოდის ამსახველია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Жордания Т. Описание рукописей и старопечатных книг Церковного Музея духовенства Грузинской епархий, Т. II, Тф., 1903, с. 162-163.
  • ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა ყოფილი საეკლესიო მუზეუმის(A)კოლექციისა, ხელნაწერის უფლებით დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.