მცენარის ბუსუსები

ბუსუსებიმცენარის კანის უჯრედების ერთ- ან მრავალუჯრედიანი გამონაზარდები. მათი მსგავსია ე. წ. ემერგენცები, რომელთა წარმოქმნაში უფრო ღრმად მდებარე ქსოვილები მონაწილეობენ. ერთუჯრედიან ბუსუსებს ვარსკვლავის ან დვრილის ფორმა აქვთ, მრავალუჯრედიანები კი ქმნიან გრძელ გამონაზარდებს ან ქერქლებს. ბუსუსები იცავენ მცენარეს ტემპერატურის ცვალებადობისგან და უნარჩუნებენ ტენს.

Echium Vulgare-ის ბუსუსები

ხეშეში, ეკლიანი და შხამიანი ბუსუსები (მაგ., ჭინჭრის მსუსხავი ბუსუსები) თავდაცვის საშუალებაა.

ბუსუსები ხშირად ხელს უწყობენ მცენარის ნაყოფის ან თესლის გავრცელებას, ამაგრებენ მცოცავ მცენარეებს საყრდენზე (ღეროს კაუჭისებრი ბუსუსები), შეიწოვენ წყალს (ყველა მცენარის ფესვის ბუსუსები), ასრულებენ გამომყოფი ორგანოების ფუნქციას (ჯირკვლოვანი ბუსუსები, რომლებიც გამოყოფენ ეთეროვან ზეთებს) და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება