მშველიეთის კვირაცხოვლის ხატი
მშველიეთის კვირაცხოვლის ხატი — არქიტექტურული ძეგლი ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ მშველიეთში. აგებულია შუა საუკუნეებში.
ეკლესია მდებარეობს სოფელ მშველიეთის ჩრდილო-დასავლეთით მუხნარში ჩაფლულ მთის სერზე. აქ ოდნავ შემაღლებულ ბორცვზე არის გეგმაში წაგრძელებული, სწორკუთხა ფორმის ეკლესია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ეკლესია დანგრეულია, შემორჩენილია კედლები 0,5 მ. სიმაღლეზე. სამშენებლო მასალად გამოყენებულია კირქვის ლოდები და კირის დუღაბი. იქვე ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით მცირე ნიშაა.
ირგვლივ თვალწარმტაცი ხედია: სამხრეთით მოჩანს მდინარე ჭურთულას ხეობა, ჩრდილოეთით - მდინარე ქსნის ხეობა, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით - ცხრაზმის ხეობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 143