მღვდლის ცოდვა
„მღვდლის ცოდვა“ — ნაწარმოები, რომელიც დაწერილია გოდერძი ჩოხელის მიერ. წიგნი გამოვიდა 2016 წელს. ეს ნაწარმოები 1936-1939 წლების რეპრესიების ფონზე, კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს, სიკვდილის ყოველმიწიერი შიში როგორ ანადგურებს ადამიანთა სულებს.[1]
„მღვდლის ცოდვა“ | |
---|---|
ავტორი | გოდერძი ჩოხელი |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
ჟანრი | რომანი |
გამომცემელი | „საქართველოს მაცნე“ |
გამოცემის თარიღი | 2016 |
გვერდი | 256 |
ISBN | 978-99411-64-62-0 |
მოკლე შინაარსი
რედაქტირებაწიგნის მთავარი გმირია მღვდელი შიო. ნაწარმოები სავსეა წითელი მღვდლის, შიოს ცოდვებით. ცოდვებით, რომლებიც არ ასვენებენ მას. ის უსამართლო, კაცისმკვლელი, მრუში მღვდელია, რომელმაც დროების შეცვლისთანავე ანაფორა გაუხდია და იმის ნაცვლად წითელი სატინის ხალათი ჩაუცვამს. მან სახალხოდ ღმერთიც უარყო. ცოდვილ შიოს ერთი წუთითაც არ ასვენებდა ყვავი, რომელიც მას თითოეულ ცოდვას ახსენებდა და რომელსაც შიო ასე გულგამოდებით ებრძოდა, მაგრამ საბოლოოდ, ყვავი თვითონ შიო აღმოჩნდა, მან თვითონვე დაიღუპა თავი, როცა ნაწარმოების ბოლოს მოჭრა ის ხე, რომელზეც ფრინველს ბუდე დაედო.[2]
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩოხელი გ., მღვდლის ცოდვა, თბ., 2016, ISBN 978-99411-64-62-0