მუჰამედ ჰასან ხან ყაჯარი
მუჰამედ ჰასან ხან ყაჯარი (დ. 1722, ასტარაბადი — გ. 1759, იქვე) — ყაჯართა დინასტიის მეთაური. ასტარაბადის გუბერნატორი 1747-1758 წლებში.
მუჰამედ ჰასან ხანი | |
---|---|
ასტარაბადის გუბერნატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 1747 |
მმართ. დასასრული: | 1758 (11 წელი) |
წინამორბედი: | ფათალი-ხან ყაჯარი |
მემკვიდრე: | აღა მუჰამედ ხან ყაჯარი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1722 |
დაბ. ადგილი: | ასტარაბადი, ირანი |
გარდ. თარიღი: | 1759 |
გარდ. ადგილი: | ასტარაბადი, ირანი |
დაკრძ. ადგილი: | ასტარაბადი |
მეუღლე: |
ჯეირან ხანუმი ზაჰრა ხანუმი ასიე ხანუმი |
შვილები: |
აღა მუჰამედ შაჰ ყაჯარი ჰუსეინ ყული-ხან ყაჯარი მურთაზა ხან ყაჯარი მუსტაფა ყული ხან ყაჯარი ჯაფარ ყული ხან ყაჯარი მეჰდი ყული ხან ყაჯარი აბას ყული ხან ყაჯარი რეზა ყული ხან ყაჯარი ალი ყული ხან ყაჯარი ბიბი ხანუმი ზუბეიდე ხანუმი |
დინასტია: | ყაჯარები |
მამა: | ფათალი-ხან ყაჯარი |
დედა: | ემინე ბეგუმი |
რელიგია: | ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამუჰამედ ჰასანი დაიბადა 1722 წელს, ასტარაბადის მაშინდელი გუბერნატორის, ფათალი-ხან ყაჯარისა და მისი მეუღლის, ემინე ბეგუმის ოჯახში. 1726 წელს, მამამისი აშრაფ-ხან ჰოტაკის ბრძანებით, სიკვდილით დასაჯეს.
1740 წელს, იგი გააძევეს ასტარაბადიდან, მაგრამ ნადირ შაჰმა იგი შეიწყალა და დანიშნა მთავარსალდლად. 1747 წელს, მან მოკლა ირანის შაჰი, ნადირ-შაჰი და მოიპარა შაჰის გვირგვინი და სკიპტრა, რომელიც ერთ-ერთ ადგილას გადამალა. 1747 წლიდან მის გარდაცვალებამდე, იგი იყო ასტარაბადის გუბერნატორი.
მუჰამედ ჰასან ხანი არ ემორჩილებოდა ირანის ახალ შაჰს, შაჰ რუჰს, და მეტიც, მან თავისი ძალაუფლება განამტკიცა გილანსა და მაზანდარანში.
1749 წელს, მან გადაწყვიტა დაეპყრო განჯის სახანო. განჯის ხანმა დახმარება სთხოვა ქართლის მეფეს, თეიმურაზ II-სა და კახეთის მეფეს, ერეკლე II-ს. მეფეებმა განჯის ხანს დახმარება აღმოუჩინეს და მუჰამედ ჰასან ხანის წინააღმდეგ მოემზადნენ გასალაშქრებლად. 1749 წლის ბრძოლაში, მუჰამედ ჰასანი დამარცხდა.
1758 წელს, იგი შეებრძოლა ირანის ტახტის მემკვიდრეს, აზად ხანს. აზად ხანმა მუჰამედ ჰასან ხანი დაამარცხა და საბოლოოდ, იმავე ბრძოლას შეეწირა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Ənvər Çingizoğlu, Qacarlar və Qacar kəndi, Bakı, “Şuşa”, 2008, 334 səh.