მუჰამად აზამ-შაჰი
მუჰამად აზამ შაჰი (დ. 28 ივნისი, 1653, ბიჯაპური — გ. 8 ივნისი, 1707, აგრა) — დიდ მოგოლთა იმპერიის მე-7 იმპერატორი 1707 წლის 14 მარტიდან 8 ივნისის ჩათვლით, აურანგზებისა და დილრას ბანუ ბეგუმის ვაჟი. თემურიდების დინასტიის წარმომადგენელი.
მუჰამად აზამ შაჰი | |
---|---|
დიდ მოგოლთა იმპერიის მე-7 იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 14 მარტი 1707 |
მმართ. დასასრული: | 8 ივნისი 1707 |
წინამორბედი: | აურანგზები |
მემკვიდრე: | ბაჰადურ შაჰ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 28 ივნისი 1653 |
დაბ. ადგილი: | ბიჯაპური, დიდ მოგოლთა იმპერია |
გარდ. თარიღი: | 8 ივნისი 1707 |
გარდ. ადგილი: | აგრა, დიდ მოგოლთა იმპერია |
მეუღლე: | ჯაჰანზებ ბანუ ბეგუმი |
შვილები: |
სულთან ბიდარ ბაჰთი ჯავან ბაჰთი ვალა ჯაჰი ვალა შიანი ალი თააბარი გითი არა ბეგუმი იფათ არა ბეგუმი ნაჯიბ-უნ-ნისა ბეგუმი |
სრული სახელი: | აბულ ფააიზ ქუჰთ-უდ-დინ მუჰამად აზამ მირზა |
დინასტია: | თემურიდები |
მამა: | აურანგზები |
დედა: | დილრას ბანუ ბეგუმი |
რელიგია: | სუნიტური ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1653 წლის 28 ივნისს, ბიჯაპურში, ბაბუის, შაჰ-ჯაჰანის მმართველობის პერიოდში. 4 წლის ასაკში დედა გარდაეცვალა. 1658 წელს მამამისი, აურანგზები დიდი გადატრიალების შემდეგ გახდა დიდ მოგოლთა მე-6 იმპერატორი.
აღიზარდა დელიში. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა სიბრძნითა და სტრატეგიული ნიჭით. 1678 წელს, 25 წლის ასაკში დაინიშნა ბენგალის გამგებლად. ეს თანამდებობა მან 1701 წლამდე შეინარჩუნა. მიუხედავად იმისა, რომ მას ჰყავდა უფროსი ძმები, 1681 წელს აგრაში გამოაცხადეს მამის ოფიციალურ მემკვიდრედ. 1683 წელს უსარდლა მოგოლებს მარათჰების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში, რომელშიც გაიმარჯვა. 1685 წელს ალყა შემოარტყა ბიჯაპურს და 4 თვის შემდეგ აიღო ის.
მუჰამად აზამი ღრმამორმწუნე მუსლიმი იყო და მამის მსგავსად სასტიკად ექცეოდა ქრისტიანებსა და ბუდისტებს, ასევე არ ერიდებოდა შიიტების დევნა. 1693-1697 წლებში რამდენიმეჯერ ილაშქრა დეკანში, დაარბია, გაძარცვა და გადაწვა ბუდისტებისა და ქრისტიანების ტაძრები. 1701-1706 წლებში იყო გუჯარათის მმართველი.
1706 წელს მამამისს აუჯანყდა, მაგრამ უშედეგოდ. აურანგზებმა აზამი სახელმწიფო საქმეებს ჩამოაშორა, მაგრამ 1707 წელს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ლაშქრობაში. ამით ისარგებლა აზამ შაჰმა და დროებით დაიკავა დიდ მოგოლთა საიმპერატორო ტახტი დელიში. ამ ფაქტს დინასტიური ომი მოჰყვა, რომელიც დაიწყეს მისმა ძმებმა.
მისი მმართველობა 3 თვემდეც კი ვერ გაგრძელდა. 1707 წლის 8 ივნისს, აგრას მახლობლად გამართულ ბრძოლაში დამარცხდა და ტყვედ ჩაუვარდა თავის უფროს ძმასა და მემკვიდრეს, ბაჰადურ შაჰ I-ს. აზამ შაჰი ძმის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს. მისი გადარჩენილი ვაჟები კი ნათესავებთან ბრძოლებს შეეწირნენ იმავე წლის ივლის-აგვისტოში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Sir Jadunath Sarkar (1925). Anecdotes of Aurangzib. M.C. Sarkar & Sons. p. 21.
- Sarkar, Sir Jadunath (1912). History of Aurangzib Vol. I (PDF). Calcutta: M.C. Sarkar & Sons. p. 71.
- Eraly, Abraham (2007). The Mughal World: Life in India's Last Golden Age. Penguin Books India. p. 147.
- Chandra, Satish (2002). Parties and politics at the Mughal Court, 1707-1740. Oxford University Press. p. 50.
- Koch, Ebba (1997). King of the world: the Padshahnama. Azimuth Ed. p. 104
წინამორბედი: აურანგზები |
დიდ მოგოლთა იმპერატორი 1707 |
შემდეგი: ბაჰადურ-შაჰ I |