მუჯურეთულიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭა-ლეჩხუმიდან.

გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმში, ძირითადად ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომის და მომრგვალოა ან მცირედ ოვალური ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანია. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ან კონუსური ფორმის, ხშირად მხრიანი, თხელი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური ან მოგრძო კვერცხისებრი ფორმის, ბოლო განიერი, მარცვლის ყუნწისკენ შევიწროებული. კანი თხელი და საკმაოდ მკვრივი აქვს, დაფარულია სქელი ცვილისებრი ნაფიფქით, რაც სიმწიფეში მუქ იისფერ შეფერვას აძლევს. რბილობი მკვრივია, საკმაოდ ხორციანი და წვნიანი, ძალიან სასიამოვნო ტკბილი გემოთი და სუსტად გამოხატული ჯიშური არომატით.

ვაზი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 176-186 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის შუა რიცხვებში შედის. მტევნის საშუალო წონა 60-90 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-8.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 25-30%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6-7 გ/ლ-ს.

მუჯურეთულისა ღა ალექსანდროულის კუპაჟით მიიღება მეტად მაღალხარისხიანი და ორიგინალური ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო „ხვანჭკარა“. ჯიშური ღვინო ხასიათდება ინტენსიური მუქი ლალისფერი შეფერვით, გამჭვირვალობით, სხეულით, სინაზით, ალკოპოლისა და მჟავიანობის ნორმალური შეფარდებით, დიდი ჰარმონიულობით და მაღალი გემური მაჩვენებლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 256