მუხროვანის ამბოხი (2009)
2009 წლის მუხროვანის ამბოხი — საქართველოს არმიის მუხროვანში ბაზირებული (თბილისიდან 30 კმ) სატანკო ბატალიონის ამბოხი 2009 წლის 5 მაისს. დაუზუსტებელი ცნობებით ამბოხში სულ მცირე 500 ადამიანი იღებდა მონაწილეობას.[1][2] მოგვიანებით იმავე დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ამბოხებულები ჩაბარდნენ. მეამბოხეთა ზოგიერთ ლიდერი, მათ შორის ბატალიონის მეთაური, დააპატიმრეს; სხვებმა გაქცევა მოახერხეს.[3] ამბოხის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ გამოაცხადა, რომ გახსნილი იყო ქვეყნის დესტაბილიზაციისა და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის გეგმა.[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Chance, Matthew (2009-05-05), Georgian troops mutiny ahead of NATO exercises, edition.cnn.com, http://edition.cnn.com/2009/WORLD/europe/05/05/georgia.mutiny/. წაკითხვის თარიღი: 2009-05-05
- ↑ თავდაცვის სამინისტროს თქმით სამხედრო ნაწილში ამბოხია დაარქივებული 2011-07-24 საიტზე Wayback Machine. . Civil.ge 2009-05-05
- ↑ გავრცელებული ინფორმაციით, მეამბოხეები ჩაბარდნენ დაარქივებული 2011-07-24 საიტზე Wayback Machine. . civil.ge 2009-05-05
- ↑ Georgian troop rebellion 'over', news.bbc.co.uk, 2009-05-05, http://news.bbc.co.uk/1/hi/world/europe/8033366.stm. წაკითხვის თარიღი: 2009-05-05