მუხრანის ღვთისმშობლის ეკლესია

მუხრანის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში სოფლის ძველ სასაფლაოზე, აგებულია შუა საუკუნეებში.

დარბაზული ტიპის ეკლესია ნაგებია ქვით და აგურით. აგური გამოყენებულია ღიობებსა და დეკორატიულ ელემენტების გამოსაყვანად. კედლის სეგმეტებში ჩართულია დიდი ზომის ქვებიც. ფასადები სადაა. აღმოსავლეთით, შუა ღერძზე მართკუთხა სარკმელია, რომლის ზემოთაც აგურის წყობაში შეღრმავებული ჯვარია მოქცეული. ანალოგიური ჯვარია განთავსებული სამხრეთით, შესასვლელის თავზე. ღიობი მართკუთხაა და აგურით გამოყვანილი ტიმპანი აგვირგვინებს. მის აქეთ და იქით თითო მართკუთხა ღრმა ნიშია წარმოდგენილი. კედლებზე ზოგან შეინიშნება თავდაპირველი მასალის კვალი.

ნაგებობას აგურის სამსაფეხურიანი კარნიზი ასრულებს და კრამიტის სახურავი ხურავს. დარბაზი კამარით არის გადახურული. ნალისებურ აფსიდს მსუბუქად შვერილი მხრები გამოყოფს. გადახურვაც და კუთხეებიც, უსახურად არის აღდგენილი. საკურთხევლის ბაქანი ერთი საფეხურით არის შემაღლებული. იატაკი მოგებულია კვადრატული აგურით. ნაგებობის ინტერიერი და ექსტერიერი უბრალოა. ის შუა საუკუნეების რიგით დარბაზულ ეკლესიას წარმოადგენს. ტაძრის გვიანდელი გადაკეთებები აშკარაა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7931