მუჩერის მღვიმე

მღვიმე საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში

მუჩერის მღვიმეკარსტული მღვიმე საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ასხის კირქვულ პლატოზე, წეგელდის ქედის ჩრდილოეთ-დასავლეთ ფერდობზე, მდინარე წაჩხურის აუზში, ზღვის დონიდან 700 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმის შესასვლელი გაიხსნა მუჩერის მთაზე გზის გაყვანის დროს. საწყისი ჭის ფსკერზე ორი დაღმავალი სიღრუე იხსნება, რომლებიც 10-12 მ-ის შემდეგ იქოლება. მექანიკური ნალექებიდან გვხვდება დროებითი ნაკადებით ჩატანილი ნაშალი მასალა. ჰავა სტატიურია. მშრალია; წვიმების დროს ჭარბად შედის დროებითი ნაკადები.

მუჩერის მღვიმე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მარტვილის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 700 მ
ტიპი კარსტული
ამგებელი ქანები კირქვა

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966.