მუშტი-კრივი
მუშტი-კრივი — სპორტის ხალხური სახეობა, საქართველოში უფრო ქალაქის მოსახლეობაში, ხელოსანთა და წვრილ ვაჭართა შორის იყო გავრცელებული. არსებობდა
მუშტი-კრივის ნაირსახეობები — კრივი ცალიხელით, ხის ხმლებით, შურდულებით და ა.შ. თბილისის უბნებსა და მიმდებარე სოფლებს მოკრივეთა საკუთარი დასები გამოჰყავდათ. მუშტი-კრივი მთავრდებოდა ბრძოლის ველიდან ერთ-ერთი მხარის გაძევებით, ანდა რომელიმე ფალავნის გახწევით მეტოქის განლაგების ბოლომდე. კრივში შეჯიბრების დროს ქალაქი ორ ნაწილად იყოფოდა. ავდარის ჩრდილოეთი ნაწილი, ჩუღურეთი, კუკია, გარეთუბანი, მთაწმინდა და ქალაქის ნაწილი სიონიდან ფეთხაინამდე იყო ზემო უბანი, ხარფუხი, ავლაბარი და შავი სოფელი — ქვემო უბანი. მცირე მასშტაბის კრივი ხშირად იმართებოდა სალაყბოზე, ჭირიან თხევში, ნახშირის უბანში და სხვა ადგილებში. კრივი ყეენობის ერთ-ერთი დამამთავრებელი ეპიზოდი იყო.
XIX საუკუნეში თბილისში კრივის ორი სახეობა იყო განსაკუთრებით პოპულარული: ჩვეულებრივი მუშტი-კრივი და „სალდასტის კრივი“ არის ხის ხმლებით ბრძოლა, თავისებური სამხედრო თამაში. პირველი, როგორც წესი, ტარდებოდა ზაფხულობით, ქალაქის ქუჩებში,მეორე კი — ზამთრობით, ქალაქ გარეთ, ბოტანიკური ბაღის, მახლობლათ, და ბახნის ხევში.
მსგავსი შერკინებები ხშირად არაორგანიზებულად ტარდებოდა, იყო მსხვერპლიც. ამის გამო XIX საუკუნეში ხელისუფლებამ რამდენიმეჯერ სცადა მისი აკრძალვა, საბოლოოდ მუშტი-კრივი ოფიციალურად აიკრძალა საუკუნის დასასრულს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 694, ISBN 99928-20-32-2.