მუტრიბი
მუტრიბი (არაბ.) — ამიერკავკასიის ხალხურ-პროფესიული მუსიკალური ხელოვნების წარმომადგენელი, მესაკრავე-მომღერალი. ქართულ ძეგლებში პირველად მოიხსენიება XI—XII საუკუნეებში, შემდეგ — XVI—XVIII საუკუნეებში. მუტრიბი საკრავთა მწყობრშიც მონაწილეობდა. სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით, მუტრიბი მეჩანგე ქალია. ლიტერატურული ძეგლებიდან ირკვევა, რომ მუტრიბის საკრავი ჩანგია. მუტრიბი არისტოკრატიული წრეების მეჯლისებისა და ნადიმების აუცილებელი მონაწილე იყო. ქართული სოფლური ხალხური მუსიკის ნაცვლად ქალაქური მუსიკის ფოლკლორითა და აღმოსავლური მუსიკითა და პოეზიით გატაცება გარკვეულ პერიოდში ამ წრეებისათვის დამახასიათებელი მოვლენა იყო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯავახიშვილი ივ., ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბ., 1938;
- ჩხიკვაძე გ., ქსე, ტ. 7, გვ. 214, თბ., 1984