მუტნოფრეტი
Mutnofret იეროგლიფებში | |||||
|
მუტნოფრეტი — ძველი ეგვიპტის დედოფალი, XVIII დინასტიის ფარაონ თუტმოს I-ის მეორე მთავარი ცოლი და თუტმოს II-ის დედა. მისი სახელი დაკავშირებულია ქალღმერთ მუტისთან და ნიშნავს „მუტი მშვენიერია“.
მას ჰქონდა ტიტული: „მეფის შვილი, მეფის და, მეფის ცოლი და მეფის დედა“. ამ ტიტულის მიხედვით ირკვევა, რომ იგი თავისი შვილის მმართველობის დროსაც ცოცხალი იყო.
ლიტერატურა
რედაქტირება- Aidan Dodson & Dyan Hilton: The Complete Royal Families of Ancient Egypt. Thames & Hudson, 2004, ISBN 0-500-05128-3
- Joyce Tyldesley, Hatchepsut: The Female Pharaoh, Penguin Books, 1998, ISBN 0-14-024464-6