მუსუსი
მუსუსი — მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა. პირველად გამოქვეყნდა 1925 წელს. ნაწარმოების მიხედვით მერაბ კოკოჩაშვილმა 1965 წელს გადაიღო ფილმი „მიხა“.
„მუსუსი“ | |
---|---|
ავტორი | მიხეილ ჯავახიშვილი |
ქვეყანა | საქართველოს სსრ |
ენა | ქართული |
ჟანრი | მოთხრობა |
გამოცემის თარიღი | 1925 |
გვერდი | 30 |
სიუჟეტი
რედაქტირებასოფლიდან დაბრუნებული მიხა შეიტყობს,რომ მის შეყვარებულ ფეფელოს მდიდარ სიკოზე გათხოვებას უპირებენ. იმ დღიდან მუსუსი თავის სტრატეგიას შეიმუშავებს. ყველანაირად ცდილობს ფეფელოს მამას, პეტრეს თავი მოაწონოს, მაგრამ ის ჯიუტად უარზეა. მალე ის მიხას, ფეფელოს ნახვასაც აუკრძალავს. შემდეგ კი გამოიჭერს და ქურდობას დასწამებს. საბოლოოდ მიხა და მისი მეგობრები მოტაცებას გადაწყვეტენ. თუმცა შორს გაქცევას ვერ მოასწრებენ და თავლაში ჩაიკეტებიან. თავლას ხალხი შემოეხვევა და კარის გატეხვას შეეცდება. მიხას სხვა გზა აღარ დარჩება და საბოლოოდ ფეფელო თავლაშივე გახდება მისი მეუღლე.
პერსონაჟები
რედაქტირება- მიხა — მთავარი პერსონაჟი (მუსუსი).
- ფეფელო — მუსუსის შეყვარებული.
- პეტრე — ფეფელოს მამა.
- ტასო — პეტრეს ცოლი.