მუსტვეე (ესტ. Mustvee, 1923 წლამდე ჩიორნი პოსადი, ჩერნო, ჩერნა, ჩიორნიე გორი[1]) — ქალაქი ესტონეთის აღმოსავლეთ ნაწილში იიგევამაას მაზრაში ჩუდ-ფსკოვის ტბის ნაპირზე (აქვს ნავსადგურიც). არის დამოუკიდებელი საქალაქო მუნიციპალიტეტი და არ შედის არცერთი მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში.

ქალაქი
მუსტვეე
Mustvee

წმინდა სამების ეკლესია
დროშა გერბი

ქვეყანა ესტონეთის დროშა ესტონეთი
მაზრა იიგევამაა
კოორდინატები 58°51′00″ ჩ. გ. 26°57′00″ ა. გ. / 58.85000° ჩ. გ. 26.95000° ა. გ. / 58.85000; 26.95000
მერი მატი კეპპი
პირველი ხსენება 1493
ადრეული სახელები ჩერნო, ჩერნა, ჩიორნი პოსადი, ჩიორნიე გორი[1]
ამჟამინდელი სტატუსი 1938
ფართობი 5.45 კმ²
მოსახლეობა 1451[2] კაცი (2012)
სიმჭიდროვე 266.2 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი +372 77
საფოსტო ინდექსი 49603/49604
საავტომობილო კოდი J
ოფიციალური საიტი mustveelv.ee
მუსტვეე — ესტონეთი
მუსტვეე

XX საუკუნის დასაწყისში მუსტვეეში მდებარეობდა შვიდი საეკლესიო ნაგებობა. მათგან ამჟამად მხოლოდ ოთხი შემორჩა: წმინდა ნიკოლოზის ეკლესია (მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესია), სამების ერთმორწმუნეობრივი ეკლესია, ძველმართლმადიდებლური ეკლესია და ლუთერანული ეკლესია. ქალაქში ასევე არის ბაპტისტების სამლოცველო სახლი.

ესტონეთში ძველმართლმადიდებლური[3] რწმენის ერთ–ერთი ცენტრი. XVIII საუკუნეში სოფელი დასახლებული იყო უმეტესწილად რუსი ფედოსეეველებით და პომორებით, რომლებიც რელიგიურ დევნას გამოექცნენ. პომორების ძველმართლმადიდებლური თემი დღესაც არსებობს მუსტვეეში. ადგილობრივი ძველმართლმადიდებლების ყოფითი ცხოვრების გაცნობა შესაძლებელია ქალაქის მუზეუმში.

1950—1959 წლებში მუსტვეე იყო მუსტვეს რაიონის ცენტრი.

მრეწველობა

რედაქტირება

ქალაქში წარმოდგენილია მსუბუქი მრეწველობა.

მოსახლეობა

რედაქტირება
წელი 1897 1922 1934 1939 1959 1970 1979 1989 2000 2010 2012
მოსახლეობა 2893 2745 2841 2485 2325 2227 2087 1990 1744 1592 1451

ნაციონალური შემადგენლობა (2000): რუსები — 57,05 %, ესტონელები — 40,73 %.

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

ქალაქის მუზეუმის გარდა მუსტვეეში ასევე არის სასწორების მუზეუმი, სადაც ამ ექსპოზციბის რაოდენობა ასს აჭარბებს.

ღირსშესანიშნაობებს ასევე მიეკუთვენბა კალევიპოეგის ერთ–ერთი ქვა და მგლოვიარე გოგონას ქანდაკება(1973, ელმარ რებანე).

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება