მურსილი I
მურსილი I — ძველი ხეთური სამეფოს ერთ-ერთი მმართველი, შვილიშვილი (თუ შვილობილი) და მემკვიდრე ხათუსილი I-ისა, მცირე აზიის მრავალი ოლქის დამორჩილების შემდეგ მურსილიმ დაარბია ხალაფი (ჰალაბი), დაამარცხა ხურიტები და დაანგრია ქ. ბაბილონი (ძვ. წ. 1595). მოკლეს ხათუსაში სამეფო კარის ინტრიგების შედეგად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 202.