მუნში პრემჩანდი (იგივე დჰანპატრაი შრივასტავი (ინდურად: धनपत राय श्रीवास्तव — დ. 31 ივლისი, 1880, ლამჰი, ვარანასის მახლობლად — გ. 8 ოქტომბერი, ვარანასი) — ინდოელი მწერალი, პუბლიცისტი, სცენარისტი (ფსევდონიმები — პრემჩანდი, მუნში პრემჩანდი) . წერდა ჰინდის და ურდუს ენებზე. მუშაობდა მასწავლებლად და სკოლის ინსპექტორად. არის 13 რომანის და მოთხრობათა 40 კრებულის და მრავალის პუბლიცისტური ნაშრომის ავტორი.

მუნში პრემჩანდი
დაბადების თარიღი 31 ივლისი, 1880(1880-07-31)[1] [2]
დაბადების ადგილი ვარანასი
გარდაცვალების თარიღი 8 ოქტომბერი, 1936(1936-10-08)[1] [2] (56 წლის)
გარდაცვალების ადგილი ვარანასი
საქმიანობა რომანისტი, სცენარისტი[2] და მწერალი[2]
ენა ჰინდი ენა, ურდუ ენა და ჰინდი-ურდუ
მოქალაქეობა  ბრიტანეთის ინდოეთი[3]
Magnum opus Godaan, Bazaar-e-Husn, Karmabhoomi და Shatranj ke khiladi
მეუღლე Shivarani Devi
შვილ(ებ)ი ამრიტ რაი
ნათესავ(ებ)ი Sara Rai
ხელმოწერა

შემოქმედება

რედაქტირება

პრემჩანდის მოთხრობების პირველი კრებული "სამშობლოს სიყვარული" 1909 წელს გამოქვეყნდა. ინგლისელმა კოლონიზატორებმა ეს გამოცემა დაწვეს. მისი რომანები: „არენა“ (1925), „ბრძოლის ველი“ (1932), „სამსხვერპლო ძროხა“ (1936), კრებული შვიდი ლოტოსი (1917) და სხვ. აღბეჭდილია პოლიტიკური მოვლენების ნიშნით, სავსეა ინდოეთის დამოუკიდებლობის, სოციალური სამართლიანობისათვის ბრძოლის მაგალითებით.

პრემჩანდი გამოდიოდა კოლონიალური და ფეოდალური ხელისუფლების კრიტიკით, ყურადღებას ამახვილებდა ტრადიციული კულტურის სისუსტესა და რელიგიური ფანატიზმის ფატალურ შედეგებზე. პრემჩანდი თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად პოლიტიკურ დევნასაც განიცდიდა. მისი თაოსნობით გამოდიოდა ჟურნალები „ჰანსი“ (1930—1936) და „ჯაგარანი“ (1932—1934).

პრემჩანდი იყო ინდოეთის ეროვნული კონგრესის ერთ-ერთი დამფუძნებელი (1936).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ა.ე აზარქსი. პრემ ჩანდი მ. 1962;
  • რაჰბარ ჰანსრაჯი პრემჩანდის ცხოვრება და მოღვაწეობა. მ. 1963;
  • ვ. ბალინი. პრემჩანდი - ნოველისტი. ლ. 1973;
  • ნ. დ. გავროშინა. პრემჩანდი და ინდური რომანები მე-20 საუკუნეში. მ. 2006;
  • რაჯეშვარ გურუ. პრემჩანდი. ეკადიაიანი. ბოპალი. 1958;
  • კამარ რაისი. პრემჩანდ კა ტანკიდი მუტალა, ალიგარხი. 1959;
  • ამრტრაი, პრემჩანდი. კალამ კა სიპაჰი. ალაჰაბადი. 1962;
  • Madan Gopal, Munshi Premchand. A literary biography, N. Y., 1964.