მულტილინგვიზმი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|მულტილინგვიზმი}} |
მულტილინგვიზმი — ორი ან მეტი ენის ერთდროული გამოყენება, ინდივიდის კომპეტენზია ორ ან მეტ ენაში.
ტერმინით „მულტილინგვიზმი“ შესაძლებელია აღვნიშნოთ ინდივიდის მიერ ენის გამოყენება ან მისი კომპეტენცია ერთზე მეტი ენის სფეროში, როგორც ნოდარ ლადარია აღნიშნავს. არარეალისტურია მიდგომა, რომ მულტილინგვისტი ადამიანი ენებს, რომლებსაც იყენებს, თანაბრად ფლობს.
მულტილინგვიზმს განიხილავენ პოლიგლოტურ მოვლენადაც, ერთი ადამიანისან საზოგადოების მიერ რამდენიმე ენის გამოყენებას. მულტილინგვიზმის იყენებენ უფრო ხშირად, ვიდრე მონოლინგვიზმს. მულტილინგვიზმი სოციალური ფენომენია, იგი განპირობებულია გლობალიზმისა და კულტურული საჭიროებებით.
განსხვავება ბილინგვიზმსა და მულტილინგვიზმს შორის
რედაქტირებამულტილინგვიზმი ძალიან ახლოსაა ბილინგვიზმთან, რადგან ორზე მეტი ენის ცოდნა შეიძლება იშვიათი არაა, მაგრამ სოციოლინგვისტური მნიშვნელობა ნაკლებად აქვს. მცირე ადამიანთა ჯგუფი არსებობს, რომლებიც ორზე მეტ ენას იყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. განასხვავებენ მულტილინგვისტურსა და ბილინგვისტურ სახელმწიფოებს. მულტილინგვისტური სახელმწიფოებია: შვეიცარია (დოკუმენტები არსებობს ფრანგულ, გერმანულ და იტალიურ ენაზე). ბილიგვისტურია: კანადა, სადაც გამოიყენება ინგლისური და ფრანგული ენები. კანადა ოფიციალურად ბილინგვი ქვეყანაა, თუმცა იმიგრნტთა რაოდენობიდან გამომდინარე ასობით ენაზე ლაპარაკობენ, ამიტომაც ფაქტობრივად მულტილინგვური ერია.
მულტილინგვიზმის შედეგები
რედაქტირებამულტილინგვიზმის განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა ერთმანეთზეა დამოკიდებული, აგრეთვე მოსახლეობის ინტენსიურმა მიგრაციამ გლობალური მაშტაბები მიიღო. მულტილინგვიზმის მოტივებია: სოციალური, კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური. სოციალური მულტილინგვიზმი ყველა სოციალური ჯგუფის სამართლიანი მდგომარეობისთვისაა. კულტურული მულტილინგვიზმი კულტურის შენარჩუნების გასაადვილებლად. პოლიტიკური მულტილინგვიზმი უზრუნველყოფს ყველა სოციალური ჯგუფის პოლიტიკურ მხარდაჭერას და მათ ხმებს არჩევნებბზე. ეკონომიკური მულტილინგვიზმი ყველაა ენის მფლობელთა ქონების უკეთესად მობილიზებისთვისაა ქვეყანაში და საგადასახადო საქმიანობის აღსრულებისათვის.
მულტილიგვისტი თავდაპირველად ეუფლება ერთ ენას, დედა ენას, მშობლიურ ენას, შემდგომ კი სხვა ენებს. დღესდღეობით, ორი ენის ან რამდენიმე ენის ცოდნა ჩვულებრივი მოვლენაა.მულტილინგვისტ ადამიანს აქვს მულტიპერპექტიული ხედვა, მოქნილი აზროვნება, ამიტომაც მიიჩნევა უმთავრეს დანიშნულებად უცხო ენების სწავლა, რათა მათი ხედვა სხვადასხვა პერსპექტივიდან იყოს.
მაიკლ პარადოვსკის მიხედვით, მონოლინგვისტებთან შედარებით, მულლტილინგვალი ბავშვებიც და მოზრდილებიც უპირატესობით გამოირჩევიან, მათ შეუძლიათ: ენის სიღრმისეული გააზრება, მშობლიური ენის სწრაფად შესწავლა, ეფექტურად კომუნიკაციის უნარი, ლექსიკური მარაგის გაზრა, მახსოვრობისა და გაგების გაუმჯობესება, ვერბალური და ორიენტაციის უნარის გაუმჯობესება, მსოფლმხედველობის დახვეწა, კრიტიკული აზროვნების უნარის ჩამოყალიბება, უცხო ენების უკეთესად შესწავლა, სხვადასხვა პროფესიაში დასაქმება.
მულტილინგვიზმის საჭიროება თანამედროვე ცხოვრებაში
რედაქტირებაროდესაც ადამიანი საუბრობს თუნდაც მხოლოდ ერთ უცხო ენაზე:
- მას აქვს მეტი შესაძლებლობა კარიერაში განვითარდეს;
- იმოგზაუროს;
- კომუნიკაცია დაამყაროს სხვადასხვა ადამიანებთან;
- დაკავშირებულია პიროვნულ წარმატებასთან.
მულტილინგვიზმის უარყოფითი მხარეები
რედაქტირებაშეიძლება ითქვას, რომ მულტილინგვიზმს უამრავი დადებითი მხარე აქვს, უარყოფითი კი ძალიან მცირე. ვფიქრობ, უარყოფითი ფაქტორია ის, რომ მულტილინგვისტს ენები შეიძლება ერთმანეთში აერიოს, ორ ან რამდენიმე ენაზე აზროვნებდეს და მეტყველებით გადმოცემა გვიან ხდებოდეს ფიქრების.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნოდარ ლადარია, სოციოლინგვისტიკა: სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის, თბილისი, მეცნიერება, 2002
- Tucker. G. Richard A Global Perspective on Bilingualism and Bilingual Education Online Resources: Digests August 1999 EDO-FL-99-04 en.wikipedia.org/wiki/Multilingualism
- ირინა კრიბა, მულტილინგვიზმი, როგორც ურთიერთგაგების მექანიზმი — უკრაინის მაგალითი, ივან ფრანკოს ლვოვის ეროვნული უნივერსიტეტი, 2013
- ირინა პოპოვა, ალა ანისიმოვა, ირინა ბეზროდნიხი, მულტილინგვური და მულტიკულტურული კურიკულუმი მაგისტრატურის საფეხურისათვის: ოლეს ჰონჩარის სახელობის დრეპროპეტროვსკის ეროვნული უნივერსიტეტის გამოცდილება, ოლეს ჰონჩარის სახელობის დნრეპროპეტროვსკის ეროვნული უნივერსიტეტი.