მუკუზნის წმინდა გიორგის ეკლესია

მუკუზნის წმინდა გიორგის ეკლესია, მჭედლიანთ საყდარი — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზნის დასავლეთით, 1,5 კილომეტრზე. სავარაუდოდ განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (6,95 x 5,3 მეტრი) ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, დაზიანებულია: მთლიანად ჩამოშილილია კრამიტის საბურავი და ლავგარდანი, შიგნით აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებს მთელ სიმაღლეზე ღრმა ბზარები დაუყვება, დაბზარულია კამარა და კონქი, ფასადებზე აქა-იქ ჩამოცვენილია საპირე ქვები. შესასვლელი სამხრეთიდანაა, კარის ნაწილი ჩამონგრეულია, ეკლესიის დარბაზი მოკლეა. აღმოსავლეთით დასრულებულია ღრმა, ოდნავ შებრტყელებული აფსიდით, რომელსაც შიგნიდან გარეთკენ თანდათან დავიწროვებული, თაღოვანი სარკმელია გაჭრილი, აფსიდის გვერდებში თითო პატარა სწორკუთხა ნიშაა. საკურთხეველი დარბაზისაგან მოკლე მხრებითაა გამოყოფილი, აფსიდა კონქითაა გადახურული. რომლის ნახევარწრიული თაღი თაროსებრ იმპოსტებს ეყრდნობა. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით. დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო თაღოვანი, შიგნიდან გარეთ დავიწროვებული სარკმელია. დასავლეთ კედელში სარკმელის ქვემოთ, ერთი პატარა სწორკუთხა ნიშაა. იატაკი მიწატკეპნილია.

ლიტერატურა რედაქტირება