მუკუზნის პირველი ეკლესია

მუკუზნის პირველი ეკლესია— არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზნის სამხრეთ დასავლეთით 1 კილომეტრზე. მდინარე ჭერმისხევის მარჯვენა ნაპირზე, სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიანდ შუა საუკუნეს. ეკლესია დარბაზულია (6,6 x 4 , 64 მეტრი) ნაგებია რიყი ქვითა და კირის დუღაბით. წყობა ირეგულარულია. დასავლეთ კედლეში დიდრონი, ბრტყელი რიყის ქვებია ჩასმული, დაზიანებულია, ჩამოქცეულია კამარა და კონქი. აღმოსავლეთ კედელს მთელ სიმაღლეზე ბზარი დაუყვება. შენობა ნაწილობრივ მიწაშია ჩამჯდარი და მცენარეულობითაა დაფარული. ეკლესიის შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი სწორკუთხაა, აღმოსვლეთით ნალისებრი მოხაზულობის აბსიდაში, შიგნიდან გარეთკენ თანდათან დავიწროებული, თარაზულად გადახურული სარკმელია გაჭრილი. აფსიდის ორივე გვერდში თითო მცირე ზომის სწორ კუთხა ნიშაა.

ლიტერატურა რედაქტირება