მუკუზნის მეორე ეკლესია
მუკუზნის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი. მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში.
ეკლესია დგას სასაფლაოზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს, მთლიანად დანგრეულია (გეგმა არ იკითხება). შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხე და დასავლეთ კუთხის მცირე ნაწილი. ეკლესია ნაგები ყოფილა რიყის ქვით.
ლიტერატურა
რედაქტირება- კუპრეიშილი ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 193.