მუზაფარ ჰასანოვი
მუზაფარ ჰასანოვი (აზერ. Həsənov Müzəffər, სრული სახელი: Həsənov Müzəffər Qəzənfər oğlu) — 20 იანვრის ტრაგედიის მსხვერპლი. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 1998 წლის 31 მარტის ბრძანებულებით, გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა „20 იანვრის მოწამის“ საპატიო წოდება.
მუზაფარ ჰასანოვი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 5 თებერვალი, 1939 |
გარდაცვალების თარიღი |
29 იანვარი, 1990 ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ |
ეროვნება | აზერბაიჯანელი |
მოქალაქეობა | სსრკ |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1939 წლის 5 თებერვალს. მძღოლად მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტის ავტოსაწყობში. 19 იანვრის ღამეს შვილის მოსაძებნად გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა. ღამის 4–5 საათზე სალიანის ყაზარმებთან ნახეს. 24 იანვარს ერთ-ერთ საავადმყოფოში იპოვეს, ნაცემი. 29 იანვარს დილის 2 საათზე გარდაიცვალა. დაკრძალეს შეჰიდთა ხეივანში. ქუჩას, რომელზეც ის ცხოვრობდა, მუზაფარ ჰასანოვის ქუჩა ეწოდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Qulu Kəngərli (1992). 20 Yanvar şəhidləri. Bakı: Gənclik, გვ. 312 səh. ციტირების თარიღი: 2017-01-18. დაარქივებული 2015-07-17 საიტზე Wayback Machine.