მუგუთის ნაეკლესიარი
მუგუთის ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგუთში.
აგებულია შუა საუკუნეებში. სოფლის სასაფლაოზე შემორჩენილია ნაეკლესიარი ქვის გროვის სახით. აქა-იქ შეინიშნება დუღაბიც. ქვა რიყისაა. გეგმა არ იკითხება.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004