მსხლის სიდრი
მსხლის სიდრი — ალკოჰოლური სასმელი. მზადდება ფერმენტირებული მსხლისგან და ვაშლის სიდრის მსგავსია. მსხლის სიდრი საუკუნეების განმავლობაში ძალიან გავრცელებული სასმელია ინგლისში, განსაკუთრებით სამ მხარეში (გლოსტერშირი, ჰერფორდშირი და ვორსტერშირი). იგი ასევე მზადდება სამხრეთ უელსის და საფრანგეთის ნაწილებში, განსაკუთრებით ნორმანდიასა და ანჟუში. იგი ასევე მზადდება ერთა თანამეგობრობის ქვეყნებში: კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. საზღვარგარეთ ზოგჯერ მოიხსენიება როგორც „მსხლის სიდრი“, მაგრამ ზოგიერთ ორგანიზაციას (მაგალითად, CAMRA) მიუღებლად მიაჩნია ეს დასახელება და უპირატესობას ანიჭიბს სასმელის ტრადიციულს სახელს („პერი“).[1] მეორეს მხრივ, სიდრის შემქმნელთა ეროვნული ასოციაცია არ ეთანხმება და ამტკიცებს, რომ ტერმინები პერი და მსხლის სიდრი ერთმანეთს ენაცვლება. [2] სამრეწველო წარმოებაში სავაჭრო დასახელების „მსხლის სიდრი“ მინიჭების შემდეგ, გაყიდვები ოცჯერ გაიზარდა.
წარმოება
რედაქტირებახილი
რედაქტირებასავარაუდოდ, მსხალი წარმოშობილია ველური ჰიბრიდებიდან, რომელიც ცნობილია როგორც ველური ხილი. [3] კულტივირებული მსხალი ჩრდილოეთ ევროპაში ჩამოიტანეს რომაელებმა. IV საუკუნეში. [4] ველური მსხლის ჰიბრიდები დროთა განმავლობაში ადგილობრივ კლიმატთან შესაბამისობაჭი შეირჩა და 1800-იანი წლებისთვის მრავალი რეგიონალური ჯიში იქნა გამოყვანილი. [5]
მსხლის სიდრის დამზადების ტექნიკა
რედაქტირებამსხლის სიდრის დამზადების ტრადიციული პროცესი ჰგავს სიდრისას: ნაყოფს კრეფენ, ანაწევრებენ, ჭყლეტენ და წურავენ წვენის მისაღებად, რომელიც შემდეგ დუღდება ნაყოფის კანზე არსებული ველური საფუარით. [6] მსხლის სიდრის თანამედროვე მწარმოებლებს შეუძლიათ გამოიყენონ საწნეხი, რომელიც ბევრად უფრო ეფექტურია ხილის დასაჭყლეტად. ძირითადი განსხვავება მსხლის სიდრის და სიდრის წარმოებას შორის არის ის, რომ მწიფე მსხალი მოკრეფის შემდეგ მცირე ხნით უნდა გააჩერონ, ხოლო პირველადი ჭყლეტის შედეგად მიღებული წვენი უნდა გადაიღონ, ღვინის საწარმოებელი ყურძნის დაწურვის მსგავსად. გარდა ამისა, ნაყოფის სიმკვრივის ცვალებადობის გამო, განსხვავებით ვაშლისგან, მსხლის შემთხვევაში უფრო რთული იქნება იმის დადგენა, თუ როდის არის მზად მსხალი დაპრესისთვის. [7] ასევე არსებობს ძირითადი ქიმიური კომპოზიციური განსხვავებები ვაშლსა და მსხალს შორის; ეს ფაქტორები გადამწყვეტ როლს ასრულებენ დუღილის პროცესში მსხლის სიდრის წარმოებისათვის.
ვაშლის უმეტესობასთან შედარებით მსხალს აქვს უფრო მეტი შაქარი და საერთო ფენოლური ნაერთები. მსხლის სიდრის ძირითადი შაქრები არის გლუკოზა (192 –284) მგ / ლ), ქსილოზა (140–176) მგ / გ) და გალაქტურონის მჟავა (108–118) მგ / გ). შაქრის ტიპები, რომლებიც წვენშია, მნიშვნელოვან როლს ასრულებს საფუარის აქტივობაში და განსაზღვრავს დუღილის წარმატებას ვაშლის წვენისგან განსხვავებით, მსხლის წვენი შეიცავს მნიშვნელოვან რაოდენობას დაუზავებელ შაქარ ალკოჰოლებს, განსაკუთრებით სორბიტოლს. [8] სორბიტოლის არსებობამ შეიძლება, მსუბუქი საფაღარათო ეფექტის გარდა, სიტკბო მიანიჭოს მსხლის სიდრს. [9] მსხლის წვენები შეიცავს ამინომჟავების საკმაოდ დაბალ დონეს, აზოტის წყაროს, როგორიცაა ასპარგინი, ასპარტინის მჟავა და გლუტამინის მჟავა. [10]
ისტორია
რედაქტირებაადრეული ცნობები ფერმენტირებული ალკოჰოლური სასმელების შესახებ, რომლებიც მსხლისგან მზადდება, გვხვდება პლინიუსის ნაშრომში [11] მაგრამ, როგორც მსხლის სიდრის დამზადება კარგად დამკვიდრდა საფრანგეთში რომის იმპერიის დაშლის შემდეგ. ცნობები მსხლის სიდრის შექმნის შესახებ ინგლისში, არ ჩანს ნორმანთა მიერ ინგლისის დაპყრობამდე. შუა საუკუნეების პერიოდში საფრანგეთმა შეინარჩუნა ასოციაცია მსხლის მოშენებასთან და ინგლისში მოხმარებული მსხლის უმეტესი ნაწილი ფაქტობრივად საფრანგეთიდან შემოიტანეს. დღეისათვის მსხლის სიდრი დიდ ბრიტანეთში მზარდი პოპულარობით გამოირჩევა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Apple Cider and Perry Producers in UK
- Real Perry on the ukcider Wiki
- Out of the Pear Orchard and Into the Glass, National Public Radio
- Overview of making perry at home დაარქივებული 2021-02-26 საიტზე Wayback Machine.
- The Three Counties Cider and Perry Association
- The Holme Lacy Perry Pear დაარქივებული 2014-02-22 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Paul Gallagher (25 November 2012). „Pear cider boom angers purists“. ციტირების თარიღი: 25 July 2013.
- ↑ Pear cider ruling gives perry a timely boost, The Grocer, 19-05-2007
- ↑ Cook. (September 25, 2017) The Ciderologist Speaks: In Praise of Perry.
- ↑ Merwin (2008-04-15). Horticultural Reviews.
- ↑ Perry | Washington State University. ციტირების თარიღი: 2018-04-29.
- ↑ Handbook of Alcoholic Beverages: Technical, Analytical and Nutritional Aspects.
- ↑ The Cider Workshop | Production | What's different about perry?. ციტირების თარიღი: 2018-05-14
- ↑ Buglass, A. J. (2011) Cider and Perry. CH11: John Wiley & Sons, Ltd., გვ. 231–265.
- ↑ Jolicoeur, C (2013) The New Cider Maker's Handbook, გვ. 155.
- ↑ Buglass, A. J. (2011) Cider and Perry. CH11: John Wiley & Sons, Ltd..
- ↑ „section XVI“, Pliny's Natural History, book XV, http://www.masseiana.org/pliny.htm#BOOK%20XV. წაკითხვის თარიღი: 28 October 2011