მსხლისებური გუდაფშუკა
მსხლისებური გუდაფშუკა (ლათ. Lycoperdon pyriforme) — საჭმელი სოკო გუდაფშუკოვანთა ჯგუფისა. ნაყოფსხეული ჟანგისფერი ან ღია ყავისფერია, მისი სიმაღლე 2-5 სმ, დიამეტრი 1,5-3 სმ აღწევს, ფორმით მსხლისებრი ან კვერცხისებრია, ძირისკენ გაწვრილებული. იზრდება დამპალ ხეებზე და მათ ახლოს ჯგუფურად ზაფხულში და შემოდგომით. საჭმელად ვარგა მხოლოდ ნორჩი.
მსხლისებური გუდაფშუკა | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||
| |||||||||
ლათინური სახელი | |||||||||
Lycoperdon pyriforme | |||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 183.