მსხვილთვალა შავი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭიდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრად სუსტადაა შებუსული. ყვავილი მდედრობითი სქესისაა. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, თხელი. მარცვალი საშუალო ზომის აქვს, მომრგვალო და მუქი წითელი, სქელკანიანი. რბილობი წვნიანია, წვენი — შეუფერავი.

მსხვილთვალა შავი საშუალო და საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი დაახლოებით 164-170 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის. მტევნის საშუალო წონა 150 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 11.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-18.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9.5-11 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის წითელი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 247