მსხვილთვალა თეთრი
მსხვილთვალა თეთრი — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში კახეთიდან.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა საშუალო ჯაგრისებრია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან დიდი ზომისაა, ცილინდრული, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური ფორმის, კუმსი, ზოგჯერ მეჩხერი. მარცვალი დიდია, ოვალური, ღია-ყვითელი. კანი თხელი აქვს, საშუალო სიმკვრივის, ცვილისებრი ნაფიფქით უხვად დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია, კნატუნა. გემო სასიამოვნო.
მსხვილთვალა თეთრი ძლიერი ზრდით ხასიათდება. სრულ სიმწიფეში სექტემბრის მეორე ნახევარში შედის. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 155-162 დღეა. მტევნის საშუალო წონა 180-200 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-8.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16-17%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5-7 გ/ლ-ს.
მსხვილთვალა თეთრი გამოირჩევა ლამაზი მტევნით, მსხვილი ოვალური მარცვლით და სასიამოვნო გემოთი. გამოიყენება სასუფრე ყურძნად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 247