მსხვერპლის დადანაშაულება
მსხვერპლის დადანაშაულება (ინგლ. Victim blaming; ვიქტიმ-ბლეიმინგი) — მოვლენა, როდესაც დანაშაულის, უბედური შემთხვევის ან ძალადობის ნებისმიერი ფორმის, მაგალითად, გაუპატიურების, შემთხვევაში საზოგადოება პასუხისმგებლობას მთლიანად ან ნაწილობრივ მსხვერპლს აკისრებს.
როგორც წესი, მსხვერპლის დადანაშაულებას რასისტული, სექსისტური ან კლასისტური დებულებების ფორმა აქვს[1]. თუმცა, ეს პოზიცია შეიძლება მათგან დამოუკიდებლადაც არსებობდეს, ზოგ ქვეყანაში კი მას სულაც ნახევრად ოფიციალური ფორმა აქვს. სოციალური ფსიქოლოგიის მიხედვით, მსხვერპლის დადანაშაულება სამყაროს სამართლიანობის რწმენის შედეგია.
არსებობს ისტორიული და თანამედროვე უარყოფითი წინასწარგანწყობები ოჯახური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლების წინააღმდეგ — მაგალითად, თუკი დამნაშავე და მსხვერპლი ერთმანეთს იცნობდნენ, უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ მომხდარში გაუპატიურების მსხვერპლს უფრო დაადანაშაულებენ, ვიდრე ძარცვის მსხვერპლს.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Gregory Meyerson and Michael Joseph Roberto Fascism and the Crisis of Pax Americana
- ↑ Bieneck, Steffen; Krahé, Barbara (June 2011). „Blaming the Victim and Exonerating the Perpetrator in Cases of Rape and Robbery: Is There a Double Standard?“. Journal of Interpersonal Violence. 26 (9): 1785–1797. doi:10.1177/0886260510372945. PMID 20587449. S2CID 206561769.