მსოფლიოს ქალი მხატვრები
„მსოფლიოს ქალი მხატვრები“ (ინგლ. Women Painters of the World) — წიგნი მსოფლიოს ქალი-მხატვრების შესახებ, აწყობილი და რედაქტირებული უოლტერ სპეროუს მიერ. მასში ჩამოთვლილია გამოჩენილი ქალი მხატვრები კატერინა ვიგრის (ეკატერინა ბოლონიელი) დროიდან (1413–1463) როზა ბონერამდე (1822-1899) და 1905 (გამოცემის) წლამდე.[1]
„მსოფლიოს ქალი მხატვრები“ | |
---|---|
ინგლ. Women Painters of the World | |
| |
ავტორი | უოლტერ სპეროუ |
ქვეყანა | დიდი ბრიტანეთი |
ენა | ინგლისური |
ჟანრი | მხატვრობა |
გამოცემის თარიღი | 1905 |
წიგნის მიზანი იყო დაემტკიცებინა მცდარი განცხადება, რომ „ქალი მხატვრების მიღწევები მეორეხარისხოვანი იყო“. წიგნი მოიცავს 200-ზე მეტი მხატვარი ქალის 300-ზე მეტ ნახატს, რომელთა უმეტესობა XIX საუკუნეშია დაბადებული და მედლები მოიპოვა სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე. წიგნი სასარგებლო საცნობარო ნაშრომია მათთვის, ვინც სწავლობს XIX საუკუნის დასასრულის ქალთა ხელოვნებას.
ზოგიერთი ქალი-მხატვარი წიგნიდან
რედაქტირება- სოფონისბა ანგისოლა
- მარია ბაშკირცევა
- როზა ბონერი
- ლუიზა ბრესლაუ
- ელენა ბროკმანი
- მარია ვიიკი
- კეტრინ კამერონი
- მარგარეტ კამერონი
- მარი-გაბრიელა კაპე
- ანგელიკა კაუფმანი(ინგლისური)ქართ.
- მოდ ერლი
- მარგარეტ სარა კარპენტერი
- მერი კესეტი
- აგნესა დოლჩი
- ელიზაბეტა სირანი
- ელიზაბეტ ტომფსონი
- ლილიან შევიოტი