მრგვალფარფლიანები

მრგვალფარფლიანები, პინაგორისებრნი (ლათ. Cyclopteridae) — ზღვის თევზების ოჯახი ქორჭილასნაირთა რიგისა. აქვთ მოკლე სხეული (60 სმ-მდე), სფეროსებრი, წინა ნაწილში გაბერილი, უკან შევიწროვებული. მასა 3 კგ-მდე. ტოფობის პერიოდში მკვეთრი „საქორწინო მორთულობა აქვს. ოჯახში 9 გვარი და 30 სახეობაა. გავრცელებულია ატლანტისა და წყნარ ოკეანეებში. ფსკერის თევზებია, იკვებებიან წვრილი თევზებით, კიბოსნაირებით და სხვა. არეწაო მნიშვნელობა აქვს მხოლოდ პინაგორს (საკვებად იყენებენ ხორცს, ქვირითსა და ღვიძლს)“.

მრგვალფარფლიანები

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Cyclopteridae

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დემეტრაშვილი მ., ქსე, ტ. 7, გვ. 167, თბ., 1984