მრგვალი ქანდაკება

მრგვალი ქანდაკება — სამგანზომილებიანი მოცულობისა და სივრცეში დამოუკიდებელი პლასტიკური მატერიალური მთლიანობის მქონე ქანდაკება. ბარელიეფისაგან განსხვავებით ფონთან სიბრტყობრივ ერთიანობას არ ქმნის. მრგვალი ქანდაკების ძირითადი სახეებია, სტატუა, ბიუსტი, სკულპტურული ჯგუფი. მრგვალი ქანდაკება გამიზნულია როგორც ერთი, ასევე რამდენიმე მხედველობითი კუთხისათვის, აგრეთვე წრიული დათვალიერებისათვის, რომლის დროსაც ნაწარმოების მხატვრულ-ესთეტიკური შინაარსი იხსნება სხვადასხვა ურთიერთშემავსებელ ასპექტში.

ლიტერატურა რედაქტირება