მრგვალი ფშუკუნა
მრგვალი ფშუკუნა (ლათ. Bovista nigrescens) — საჭმელი სოკო გუდაფშუკოვანთა ჯფუგისა. აქვს ბურთისებრი ნაყოფსხეული, რომლის დიამეტრი 3-6 სმ აღწევს. ჯერ თეთრია, შემდეგ მოშავო. შიგთავსი თავდაპირველად თეთრია, შემდეგ ჟანგისფერი და ბოლოს მურა-მოწითალო. იზრდება ტყის პირებზე, მინდვრებსა და მდელოებზე ზაფხულში და შემოდგომით. საჭმელად მხოლოდ ნორჩი ვარგა.
მრგვალი ფშუკუნა | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||
| |||||||||
ლათინური სახელი | |||||||||
Bovista nigrescens | |||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 167.