მრავალწყაროს მონასტერი
მრავალწყაროს მონასტერი — მონასტერი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე. აღმოაჩინეს 1995 წლის აგვისტოში მეცნიერების ფონდ „უდაბნოს“ სამეცნიერო ექსპედიციის დროს.
წერილობით წყაროებში მონასტერი არ მოიხსენიება. სახელი შერჩეულია ექსპედიციის მიერ, იმის გამო, რომ მცირეწყლიან მდინარესა და წყაროებთან ახლოსაა გამოკვეთილი. სავარაუდოდ, მრავალწყაროს მონასტერი IX საუკუნეში დაუარსებიათ, XIII საუკუნეში კი მას არსებობა შეუწყვეტია.
მონასტერში აღმოჩენილია გუმბათის საკმაოდ ეგზოტიკური ფორმა. შემორჩენილია IX საუკუნის ფრესკები და 65-ზე მეტი ნაკაწრი წარწერა, რომელთა შორის უძველესი თარიღდება 851 წლით.