მოჰიტო ტრადიციული კუბური კოქტეილია. იგი 5 ინგრედიენტისგან შედგება: თეთრი რომი, შაქარი, ლაიმის წვენი, გაზირებული წყალი და პიტნა.[1] [2]კოქტეილის სიტკბო, ციტრუსისა და პიტნის არომატი ანეიტრალებს რომის სიძლიერეს. იგი ძალიან პოპულარულ ზაფხულის კოქტეილად ითვლება.[3][4]

ისტორია რედაქტირება

 
მოჰიტო

კოქტეილის წარმოშობის ზუსტ ადგილთან დაკავშირებით ბევრნაირი მოსაზრება არსებობს, თუმცა ერთი რამ ცხადია: ჰავანა, კუბას დედაქალაქი, მოჰიტოს სამშობლოა.[5][6][7]გავრცელებული ისტორიის მიხედვით, სამხრეთ ამერიკაში მცხოვრები ინდიელები ეწვივნენ კუბას, რათა უკან ჩაეტანათ იმ წამლის ინგრედიენტები, რომელიც ტროპიკული დაავადების მორჩენაში დაეხმარებოდათ. ეს ინგრედიენტები გახლდათ: სპირტიანი სასმელი (დიდი ალბათობით რომი), ლაიმი, შაქრის ლერწამის წვენი, პიტნა. ლაიმი, ციტრუსი რომელიც დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს, ნამდვილად დაეხმარებოდა ინდიელებს თავიდან აეცილებინათ ისეთი დაავადებები როგორიცაა დიზენტერია ან სურავანდი.[8]

მეორე მოსაზრების მიხედვით, კოქტეილი სერ ფრანცის დრეიკმა შექმნა, თუმცა მისი ალკოჰოლური ინგრედიენტი თავდაპირველად რომის ნაცვლად ბრენდი იყო. ამ პერიოდში კოქტეილს ჯერ არ ერქვა მოჰიტო, თუმცა მოჰიტოს შემადგენლობა ჰქონდა.

ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, კოქტეილის შექმნაში დიდი წვლილი შეიტანეს აფრიკელმა მონებმა, რომლებიც კუბაში შაქრის ლერწამის პლანტაციებში მუშაობდნენ მე-19 საუკუნეში.[9] "გუარაპო", წვენი რომელიც ამ მცენარისგან მზადდება, ამასთანავე მოჰიტოს ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი, შავკანიანებში ძალიან პოპულარული იყო.

კოქტეილის ინგრედიენტებში თავდაპირველად არ შედიოდა ლაიმის წვენი.

კოქტეილი პოპულარობით სარგებლობდა ადრეც და ახლაც. არსებობს მითი იმის შესახებ, რომ თითქოს, მოჰიტო ცნობილი ავტორის, ერნესტ ჰემინგუეის საყვარელი კოქტეილი იყო. [10]

2016 წელს ჩატარებული საერთაშორისო კვლევის მიხედვით, მოჰიტოს დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში ყველაზე პოპულარული კოქტეილის სტატუსი ჰქონდა.[11]

მომზადება რედაქტირება

მოჰიტოს მომზადება შემდეგი თანმიმდევრობით მიმდინარეობს:

ახლად დაწურული ლაიმის წვენი ემატება შაქარს (ან შაქრის სიროფს) და პიტნას. მათი არევა ხდება ბარმენის სპეციალური აღჭურვილობის მეშვეობით. პიტნის ფოთლები უნდა იყოს დანაყული, რის შედეგადაც ფოთლებში არსებული წვენი გამოიყოფა. თუმცა, ისინი არ უნდა იყოს დაქუცმაცებული. კოქტეილს ემატება რომი, რის შემდეგაც საჭიროა მორევა, რომ შაქარი ბოლომდე დაიშალოს და შეერიოს ინგრედიენტებს. ასევე ესთეტიკური სილამაზისთვის, პიტნის ფოთლები კოქტეილის თავზე უნდა განთავსდეს. შემდეგ კოქტეილს ემატება დამსხვრეული ყინულის ნაჭრები და გაზირებული წყალი. ჭიქის მოსართავად იყენებენ პიტნის ფოთლებსა და ლაიმის ნაჭრებს.

ვარიაციები რედაქტირება

 
მოჰიტო მანგოს არომატით

მოჰიტოს მრავალი ვარიაცია არსებობს. ძირითადად ინგრედიენტების ცვლილებისას კოქტეილის სახელიც მცირედით იცვლება.

"ნოჰიტო" არის მოჰიტო ალკოჰოლის გარეშე.[12] ხოლო "კოჰიტო" გახლავთ მოჰიტო რომელსაც ქოქოსის არომატი აქვს. კოქტეილში ქოქოსის არომატის მისაღწევად იყენებენ ქოქოსის რომს.[13]

პერუში არსებული რესტორნების უმეტესობაში ამზადებენ მოჰიტოს ვარიაციებს, სხვადასხვა ხილის დამატებით. კოქტეილის ცნობილი ვარიაციები მოიცავს მოჰიტოს გრეიფრუტით, მარაკუიათი, ფორთოხლით, მსხლით, მარწყვით, მანგოთი. კოქტეილს ხილს დაბლენდერებული სახით უმატებენ.

მექსიკაში კი შეხვდებით "მოჰიტო ბლანკოს". მისი დამზადება მარტივია. მოჰიტოს ინგრედიენტები უცვლელია. განსხვავება ისაა, რომ კოქტეილს რომის ნაცვლად ტეკილას უმატებენ.

სქოლიო რედაქტირება

  1. https://web.archive.org/web/20110904041701/http://www.tasteofcuba.com/mojito.html
  2. https://www.thespruceeats.com/mojito-cocktail-recipe-759319
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-23. ციტირების თარიღი: 2020-09-27.
  4. https://www.latimes.com/archives/la-xpm-2001-aug-12-cl-33266-story.html
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-23. ციტირების თარიღი: 2020-09-27.
  6. https://tastecocktails.com/the-mojitos-kit-august-2015/
  7. https://www.chowhound.com/food-news/201976/history-of-the-mojito/
  8. https://web.archive.org/web/20120928055922/http://articleworld.drupalgardens.com/content/1st-cocktail-invented-1586-was-medicinal-crude-rum-mix-article-34
  9. https://web.archive.org/web/20090412010312/http://www.mojitocompany.com/pages.php?pageid=4
  10. https://www.eater.com/drinks/2015/12/9/9880450/hemingway-mojito-havana-myth
  11. https://web.archive.org/web/20170629000315/http://www.cgapeach.co.uk/peach-report/2016/7/13/global-cocktail-consumption-highlights-opportunity-for-british-bars-and-suppliers
  12. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-24. ციტირების თარიღი: 2020-09-27.
  13. https://www.thekitchn.com/big-batch-drink-for-labor-day-partyrecipe-cojito-the-10-minute-happy-hour-194090