მოხავეს უდაბნო

(გადამისამართდა გვერდიდან მოჰავეს უდაბნო)

მოხავე[1] (ესპ. Mojave), მოუჰავი[1] (ინგლ. Mojave /mhɑːvi/) — უდაბნო აშშ-ში, კალიფორნიის, ნევადის, იუტის და არიზონის ტერიტორიებზე. სახელი მომდინარეობს ადგილობრივი ინდიელების, მოხავეს ხალხიდან. მისი ფართობი 25 000 კმ²-ს შეადგენს. უდაბნო გამოირჩევა აქ არსებული მთათა სისტემებით, რომლებიც ხშირად წარმოქმნიან ხეობებს, მარილის ღრმულებს, და სეზონურ მლაშე ტბებს.

მოხავეს უდაბნოს მდებარეობა

მოხავეს უდაბნო ზღვის დონიდან 910–1800 მეტრზე მდებარეობს. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 254 მმ-ს შეადგენს. ივლის-აგვისტოში აქ ტემპერატურა 49 °C-ია. უადბნო მოიცავს მოხავეს ეროვნულ ნაკრძალს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1989. — გვ. 121.