მოჯამაგირის ხმა
„მოჯამაგირის ხმა“ — სოფლის მეურნეობისა და ტყის მუშაკთა კავშირის ცენტრალური გამგეობის ორკვირეული ორგანო. გამოდიოდა 1927–1930 წლებში თბილისში. 1930 წლიდან „სასოფლო და ტყის მეურნეობის მუშა“ ერქვა. სცემდა „ახალი სოფლის“ რედაქცია (№ 1— № 10), შემდეგ სოფლის მეურნეობისა და ტყის მუშაკთა კავშირი. იბეჭდებოდა კორესპონდენციები და სპეციალური სტატიები პროფკავშირულ საკითხებზე, მიმდინარე პოლიტიკისა და სოფლის მეურნეობის შესახებ. სულ გამოვიდა 135 ნომერი.
ლიტერატურა
რედაქტირება- თოდუა გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 160.